გიორგი სუხიტაშვილი - "დაბოღმილი, უსქესო და აგრესიული ცხოველები ვართ"

გიორგი სუხიტაშვილი - "დაბოღმილი, უსქესო და აგრესიული ცხოველები ვართ"

მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ქართველ ერს დაბოღმილ და აგრესიულს უსქესო ცხოველებს უწოდებს.

"ერი უარესად არის გაბოროტებული, ვიდრე ოდესმე. ან უბრალოდ მეჩვენება ასე, ადამიანს ასე უხაროდეს მეორე ადამიანის მიწაზე დანარცხება (შეიძლება სამართლიანადაც, მაგრამ მაინც) რაც არ უნდა მოხდეს, ასეთი ადამიანის გარემო ვერ შეიცვლება, იმიტომ რომ მისი გონება მომართულია მხოლოდ იმისთვის, რომ წაქცეულს წიხლი ჩააზილოს ან თავის მსგავს გიენებთან ერთად შემოეხვიონ გარშემო და დაძიძგნონ, საკუთარი შეუმდგარობა ვინმეს ხომ უნდა გადააბრალონ, ხომ უნდა იძახონ, ის ჩემს ადგილს იკავებსო. დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი ადამიანი არასოდეს არ იქნება კმაყოფილი, იმიტომ რომ მისი მოწოდება უკმაყოფილებაა. კონკრეტულად არავიზე არ ვწერ, ბევრი რამე ხდება ისეთი ქვეყანაში, რაც ამ ტიპის ადამიანებს აჩენს და აჩენს, არც შემწყნარებელი ერი ვართ, არც მიმტევებელი, არც ღირსეული და არც ამგვარი რამე, ერთი დაბოღმილი, უსქესო და აგრესიული ცხოველები ვართ, რომლებსაც გონებაში მხოლოდ ის აქვთ, რომ ყველაფერი სხვისი ბრალია, გთხოვთ თქვენს გულებში ჩაიხედეთ თქვენს ცხოვრებას გადახედეთ რამდენი არასწორი ნაბიჯი გაქვთ გადადგმული (მეც, შენც და ყველას) მაგრამ მაინც ვცდილობთ ჩვენს უნიკალურობაზე ვისაუბროთ... ყველას გისურვებთ იმას, რასაც იმსახურებს თქვენი მოღვაწეობა", - წერს სუხიტაშვილი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს