"ტექნო ბუმი" მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა

"ტექნო ბუმი" მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა

"ტექნო ბუმი" მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა. მომხმარებელთა თხოვნით, 23 დეკემბრიდან "ტექნო ბუმის" ყველა მაღაზია დილის 09:00 საათიდან ღამის 12:00 საათამდე იმუშავებს. ასეთივე განრიგით იმუშავებს მაღაზიაში განთავსებული ბანკის განვადების დესკებიც. ვისაც სამსახურის გამო დღისით არ შეუძლია რიგებში ჩადგეს, საღამოს 12 საათამდე ყველას ექნება საშუალება, საახალწლო სურვილები აისრულოს და ისარგებლოს ფასდაკლებებით, საჩუქრებით, 0%-იანი განვადებებით და სხვა სურპრიზებით.

საახალწლო აქციების ფარგლებში, ყველა მყიდველი დოლურადან თავად ამოიღებს სასაჩუქრე ბარათს, სადაც განთავსებულია საჩუქრების დიდი არჩევანი: ტელევიზორები, სარეცხი მანქანები, ნოუთბუქები პლანშეტური კომპიუტერები, ჩაიდნები, გაზქურები, სენდვიჩის აპარატები, წვენსაწურები და სხვა ტექნიკა.

ამავდროულად, მიმდინარეობს საყოველთაო პროექტები: 24 თვიანი 0%-იანი განვადებები წინასწარი შესატანისა და საკომისიოს გარეშე პლანშეტურ კომპიუტერებზე, ტელევიზორებზე, მაცივრებზე, გაზქურებსა და სარეცხ მანქანებზე. აქციებია ასევე მტვერსასრუტებსა და ახალი თაობის სმარტფონებზე, რომლებიც ძალინ კარგი საახალწლო საჩუქარია ოჯახის წევრებისთვის, განსაკუთრებით კი ბავშვებისთვის, რადგან ხშირად ბავშის საახალწლო სურვილია, თოვლის პაპამ პლანშეტური კომპიუტერი ან სმარტფონი დაახვედროს ნაძვის ხის ქვეშ.

საახალწლო აქციებითა და ზღაპრული ფასებით "ტექნო ბუმი" გილოცავთ ახალ 2014 წელს და გიწვევთ საახალწლო ბაზრობაზე ყველა მაღაზიაში ახლა უკვე დილის 09:00 საათიდან ღამის 12:00 საათამდე: თბილისში, ბათუმში, გორში, ზეფსატონსა და ქუთაისში.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

საკონდიტრო კომპანია "აზატოს" ქსელი გაფართოვდა

სვანეთში ახალი პრემიუმ კლასის სასტუმრო გაიხსნება

"საქართველოს ბანკმა" ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით ბანკის სერვისცენტრების სამუშაო განრიგი გამოაცხადა