საღეჭი რეზინი თავის ტკივილს იწვევს,- მეცნიერები

საღეჭი რეზინი თავის ტკივილს იწვევს,- მეცნიერები

თელ-ავივის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ საღეჭი რეზინის ღეჭვამ, შესაძლოა, თავის ტკივილი გამოიწვიოს.

კერძოდ, ეს ბავშვებსა და მოზარდებს ეხება. ასეთ დასკვნამდე მეცნიერები 6-დან 19 წლამდე ასაკის 30 პაციენტის გამოკვლევის შემდეგ მივიდნენ, რომელთაც შაკიკი აწუხებდათ.

მას შემდეგ, რაც მათ საღეჭი რეზინის ღეჭვა შეწყვიტეს, 30-დან 19-მა ადამიანმა განაცხადა, რომ თავის ტკივილისგან სრულიად გათავისუფლდა. შვიდმა ადამიანმა განაცხადა, რომ შაკიკი ნაკლები ინტენსივობით გამოვლინდა.

ამასთან, როცა 30-ვე ადამიანმა საღეჭი რეზინის რეგულარული ღეჭვა გააგრძელა, თავის ტკივილი მათგან 26-ს განუახლდა.

მომზადებულია focus.ua-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს