"ბერკუტის" მიერ ნაცემი ოპოზიციის აქტივისტი გარდაიცვალა

"ბერკუტის" მიერ ნაცემი ოპოზიციის აქტივისტი გარდაიცვალა

"ბერკუტის" მიერ ნაცემი მაიდნის ერთ-ერთი აქტივისტი კიევის საადმყოფოში მიღებული ტრავმებისგან გარდაიცვალა, - ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციით, 41 წლის პაველ მაზურენკო კიევში, "ბერკუტის" წევრებმა რამდენიმე დღის წინ სცემეს. როგორც მოგვიანებით მაზურენკომ მეგობრებს განუცხადა, ის "მაიდანის" აქციებში მონაწილეობის გამო სცემეს.

გარდაცვლილის ერთ-ერთი მეგობრის განცხადებით, პაველ მაზურენკოს "ბერკუტის" წევრები 18 დეკემბერს დახვდნენ და საბუთები მოსთხოვეს. თუმცა, ვინაიდან გარდაცვლილს პასპორტი არ აღმოაჩნდა, ის სასტიკად სცემეს.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ბერკუტის" წევრები ლოვოვიდან კიევში ჩასულ სტუდენტებს სასტიკად გაუსწორდნენ "მაიდანზე" მიმდინარე საპროტესტო აქციებში მონაწილეობის მიღების გამო.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა