კობა ხარშილაძე დააკავეს

კობა ხარშილაძე დააკავეს

ზურაბ ჟვანიას დაცვის ყოფილი უფროსი კობა ხარშილაძე დაკავებულია. მისი დაკავება ამ წუთებში სააპელაციო სასამართლოში მოხდა.

რამდენიმე საათის წინ ხარშილაძემ განაცხადა, რომ სააპელაციო სასამართლოში განიხლება პროკურატურის საჩივარი იმის შესახებ, რომ მას შეეფარდოს წინასწარი პატიმრობა.

"ადვოკატი გაეცნო ახალ გარემოებებს, რომ თითქოს მე ვაპირებდი თურქეთში გაქცევას და ეს მტკიცდებოდა იმით, რომ მე დამიჯავშნია თურმე ბილეთები თურქეთის მიმართულებით, რაც არის სრული სიცრუე, მე არსად გაქცევას არ ვაპირებდი", - აცხადებს ხარშილაძე.

მისივე თქმით, ეს ყველაფერი უკავშირდება გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას საქმეს. "ამას მოწმობს ის გარემოებაც, რომ საეჭვოდ დაემთხვა ამ ბოლო დღეებში ვანო მერაბიშვილის მიმართ განხორციელებული ზეწოლა", - აღნიშნა ხარშილაძემ.

გამოძიება ხარშილაძეს სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობას ედავება და ასევე შემოსავლების უკანონო ლეგალიზაციას, რაც ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ