"გო­ჩა ჩერ­ტკო­ე­ვი ცეკ­ვის სამ­ყა­რო­ში არა­ფერს წარ­მო­ად­გენს" - პროექტს მიღმა დარჩენილი კონკურსანტის სკანდალური ინტერვიუ

"გო­ჩა ჩერ­ტკო­ე­ვი ცეკ­ვის სამ­ყა­რო­ში არა­ფერს წარ­მო­ად­გენს" - პროექტს მიღმა დარჩენილი კონკურსანტის სკანდალური ინტერვიუ

ლე­ვან ახ­ვლე­დი­ა­ნი 20 წე­ლია ცეკ­ვავს, არა­ერ­თი თა­სის მფლო­ბე­ლი მო­ცეკ­ვა­ვე მა­ყუ­რე­ბელ­მა 3 წლის წინ "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებ­ში" გა­იც­ნო. ამ სე­ზონ­ზე მი­სი მეწყ­ვი­ლე სპორ­ტსმე­ნი ნა­ნა ნე­ბი­ე­რი­ძე იყო, მაგ­რამ გა­სულ კვი­რას წყვილ­მა პრო­ექ­ტი და­ტო­ვა, რა­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნი შე­ფა­სე­ბე­ბი მოჰ­ყვა, პრო­ტეს­ტი ცნო­ბილ­მა სა­ხე­ებ­მა, მათ შო­რის გი­ორ­გი ვარ­დო­სა­ნი­ძე­მაც გა­მო­ხა­ტა. ით­ქვა, რომ ნა­ნას და ლე­ვანს პრო­ექ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლებ­თან უსი­ა­მოვ­ნო შე­ლა­პა­რა­კე­ბა ჰქონ­დათ. დე­ტა­ლე­ბის გა­სარ­კვე­ვად "ყვე­ლა სი­ახ­ლე" ლე­ვან ახ­ვლე­დი­ანს ესა­უბ­რა:

- მე­სა­მე სე­ზო­ნია "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებ­ში" ვმო­ნა­წი­ლე­ობ. თა­ვი­დან მინ­დო­და ჩემს მე­უღ­ლეს ეცეკვა პრო­ექ­ტში, მაგ­რამ აღ­მოჩ­ნდა, რომ ორ­სუ­ლად იყო. ნა­ნა ნე­ბი­ე­რი­ძის გაც­ნო­ბის შემ­დეგ უფრო მე­ტად გა­მიჩ­ნდა პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის სურ­ვი­ლი, რად­გან ძლი­ე­რი და მი­ზან­და­სა­ხუ­ლი ადა­მი­ა­ნი­ა.

- მა­ნამ­დე გსმე­ნო­და ნა­ნა ნე­ბი­ე­რი­ძის შე­სა­ხებ?

- მხო­ლოდ გაკ­ვრით. მე­დია არ გა­მო­ირ­ჩე­ვა სპორ­ტსმე­ნე­ბის მი­მართ დი­დი ყუ­რადღ­ე­ბით და ალ­ბათ, ამი­ტომ. ნა­ნამ თა­ვი­დან­ვე გა­მაფ­რთხი­ლა - არა­სო­დეს გა­მინ­ძრე­ვია ფე­ხი და არ მი­ცეკ­ვი­ა­ო, მაგ­რამ ვი­ცო­დი, რომ პრო­ფე­სი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ამას შეძ­ლებ­და. სპორ­ტსმე­ნებ­მა იცი­ან დრო­ის ფა­სი და ყვე­ლა­ფერს აკე­თე­ბენ მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად. ასეც მოხ­და, ნა­ნამ პრო­ექ­ტის მსვლე­ლო­ბი­სას ცეკ­ვის ნი­ჭი გა­მო­ავ­ლი­ნა.

- მე­უღ­ლე არ ეჭ­ვი­ა­ნობდა, ასე­თი მომ­ხიბ­ვლე­ლი პარ­ტნი­ო­რი რომ გყავდა?

- მე და ჩე­მი მე­უღ­ლე ერ­თმა­ნეთს ვენ­დო­ბით, მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე სა­სურ­ველ ქალ­თან რომ ვი­ცეკ­ვო, მა­ინც არ მივ­ცემ ეჭ­ვი­ა­ნო­ბის სა­ბაბს. მე­უღ­ლეც მე­გობ­რობს ნა­ნას­თან. მას თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბა აქვს, ჩვენ - ჩვე­ნი.

- ვინ მი­გაჩ­ნდა კონ­კუ­რენ­ტად?

- ყვე­ლა­ზე დიდ კონ­კუ­რენ­ტე­ბად მი­ვიჩ­ნევ­დი სო­ფო ნი­ჟა­რა­ძეს და იუ­ლია ქავ­თა­რა­ძეს, რომ­ლე­ბიც კარ­გად არ­თმევ­დნენ თავს ცეკ­ვას. პრო­ექ­ტში ძლი­ე­რი შე­მად­გენ­ლო­ბა დარ­ჩა, ვთვლი, რომ ჩვენც თა­ვი­სუფ­ლად შეგ­ვეძ­ლო ფი­ნალ­ში გასვლა და გა­მარ­ჯვე­ბაც, მაგ­რამ ასე არ მოხ­და...

- ით­ქვა, რომ პრო­ექ­ტში იუ­ლია ქავ­თა­რა­ძის დაბ­რუ­ნე­ბას შენ და ნა­ნა შე­ე­წი­ნა­აღ­მდე­გეთ, მარ­თა­ლი­ა?

- მო­ცეკ­ვა­ვე­ებს ასეთ რა­მეს არა­ვინ ეკითხ­ე­ბა. ჩვენ მხო­ლოდ ვეს­წრე­ბო­დით თათ­ბი­რებს.

- იუ­ლია ქავ­თა­რა­ძეს უნ­დო­და დაბ­რუ­ნე­ბა...

- ჩვენც დაგ­ვა­ტო­ვე­ბი­ნა ხალ­ხმა პრო­ექ­ტი და მე­ო­რედ აღარ დავ­ბრუნ­დე­ბით. ინ­ტერ­ნე­ტი­თაც გავ­რცელ­და სხვა­დას­ხვა მო­საზ­რე­ბა, რა გითხ­რათ, ჩე­მი საქ­მე მხო­ლოდ ცეკ­ვა იყო...

- ოთო ფო­ლა­დაშ­ვი­ლი (ი­უ­ლი­ას მეწყ­ვი­ლე) რომ და­ებ­რუ­ნე­ბი­ნათ, წი­ნა­აღ­მდე­გი იქ­ნე­ბო­დი?

- არა­ვის ინ­ტე­რე­სი არ მაქვს, უბ­რა­ლოდ, მინ­დო­და ფი­ნალ­ში მოხ­ვედ­რა და ჩე­მი საყ­ვა­რე­ლი ცეკ­ვის შეს­რუ­ლე­ბა.

- ნა­ნა წი­ნა­აღ­მდე­გი იყო?

- არა მგო­ნი­ა, ნა­ნა ყო­ფი­ლი­ყო წი­ნა­აღ­მდე­გი.

- რა­ტომ მი­იჩ­ნევ, რომ ეს გო­ჩა ჩერ­ტკო­ე­ვის შო­უ­ა?

- შევ­ნიშ­ნეთ, რომ ჩერ­ტკო­ევს სხვა სა­ვარ­ძელ­ში სვამ­დნენ, მაგ­რამ იუ­ა­რა. მივ­ხვდით რა­ტო­მაც - ქუ­ლა­თა ჯა­მის და­რე­გუ­ლი­რე­ბას იქი­დან უკეთ ახერ­ხებს. ბო­ლო ორი ტუ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო ჭი­და­ო­ბა ხალ­ხსა და ჟი­უ­რის შო­რის. მე რო­გორც პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი, ვიტყ­ვი, რომ ნა­ნა ჟი­უ­რის­გან მეტ ქუ­ლას იმ­სა­ხუ­რებ­და. ქუ­ლე­ბი რომ არ გა­ი­ყო, ესეც ჩერ­ტკო­ევვის კარ­გი გა­დათ­ვლით მოხ­და. ხშირ შემ­თხვე­ვა­ში ის წერ­და იმ ქუ­ლას, რომ­ლი­თაც ჯა­მი არ იყო­ფო­და. 3 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში პა­ტა­რა ექ­სპერ­ტი გავ­ხდი (იცინის).

- რო­გორ ფიქ­რობ, გო­ჩა ჩერ­ტკო­ევს შენს მი­მართ აქვს ან­ტი­პა­თია თუ ნა­ნას მი­მართ?

- ვერ გეტყ­ვით, მას აქვს რა­ღაც მიზ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ჯერ არ ვი­ცი.

- ნამ­დვი­ლად ისე­თი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლია გო­ჩა ჩერ­ტკო­ე­ვი, რო­გორც წარ­მოგ­ვი­ჩე­ნენ?

- თა­ვის დრო­ზე ნამ­დვი­ლად კარ­გი მო­ცეკ­ვა­ვე იყო. სი­მარ­თლე გითხ­რათ, რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წა­დია ცეკ­ვის სამ­ყა­რო­ში არა­ფერს წარ­მო­ად­გენს, სპორ­ტში არ არის, არ აქვს სამ­წვრთნე­ლო ლი­ცენ­ზია და გა­მოც­დი­ლე­ბა, ვერც ერთ სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სზე ვერ ვხე­დავ მსა­ჯად. ვი­ცი, რომ ამე­რი­კა­ში აქვს სა­კუ­თა­რი სტუ­დია და მოყ­ვა­რუ­ლებს ას­წავ­ლის. ცეკ­ვე­ბის ერ­თა­დერთ მცოდ­ნედ რომ წარ­მო­ა­ჩე­ნენ, ასე არ არის. ჩვენ გვაქვს ცეკ­ვე­ბის ფე­დე­რა­ცი­ა, სა­დაც უნ­და აირ­ჩი­ონ ადა­მი­ა­ნე­ბი, ვი­საც ეს­მის ცეკ­ვა. ვი­ცი, რომ ჩერ­ტკო­ე­ვი კარ­გი შო­უ­მე­ნი­ა, მაგ­რამ კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ ჟი­უ­რი­ში ვინ­მე მცოდ­ნეს დას­ვა­მენ. სა­მი სე­ზო­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში არ მახ­სოვს მის­გან კომ­პლი­მენ­ტი. პირ­ვე­ლად რომ დავ­ტო­ვე პრო­ექ­ტი, მა­ში­ნაც გა­დავ­ყლა­პე წყე­ნა, ისე­თი სიტყ­ვე­ბი მითხ­რა. მეც ჩე­მი თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბა მაქვს და ვერ შე­ვი­კა­ვე თა­ვი... კონ­კურ­სში, სა­დაც ჩერ­ტკო­ე­ვი იქ­ნე­ბა, მო­ნა­წი­ლე­ო­ბას აღარ მი­ვი­ღებ.

თამარ ბოჭორიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება