მამაკაცმა სასქესო ორგანო მოიჭრა

მამაკაცმა სასქესო ორგანო მოიჭრა

კენიელმა პატიმარმა სასქესო ორგანო მოიჭრა, რადგან შობის დღესასწულთან დაკავშირებით პრეზიდენტის შეწყალების სიაში ვერ მოხვდა.

ფრანსის კარური საკანში მყოფ მეგობრებს ეუბნებოდა, რომ თუ არ გაათავისუფლებდნენ, სასქესო ორგანო აღარაფერში დასჭირდებოდა, თუმცა მისი სიტყვებისთვის სერიოზული ყურადღება არავის მიუქცევია - ვერავინ წარმოიდგენდა, რომ თანასაკლელი ასე მოიქცეოდა.

მან ორგანო მალულად მოიჭრა და შემდეგ საკანში შევიდა. უგონო მდგომარეობაში მყოფი პატიმარი მცველებმა აღმოაჩინეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ჭრილობაში ინფექცია იყო შეჭრილი და პაციენტმა ბევრი სისხლი დაკარგა, შესაბამისად, ექიმებმა ორგანოს აღდგენა ვეღარ შეძლეს.

ფრანსისს 15 წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი - მას იმედი ჰქონდა, რომ შეიწყალებდნენ და შობას მეგობრებისა და ოჯახის წევრების გარემოცვაში შეხვდებოდა.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

იხილეთ ასევე: - იმედგაცრუებულმა მამაკაცმა სასქესო ორგანო მოიჭრა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს