სომეხი ეთნოგრაფი - თოვლის ბაბუას სომხური ფესვები აქვს

სომეხი ეთნოგრაფი - თოვლის ბაბუას სომხური ფესვები აქვს

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი და ეთნოგრაფი რაფაელ ნააპეტიანი აცხადებს, რომ თოვლის ბაბუას სომხური ფესვები აქვს.

მისი თქმით, ეს დღესასწაული სათავეს იღებს ჩვ.წ.აღ-მდე 2492 წლიდან, ანუ იმ დროიდან, როდესაც ბიბლიის მიხედვით, ნოეს კიდობანი არარატის მთაზე გაჩერდა.

რაფაელ ნააპეტიანმა აღნიშნა, რომ თოვლის ბაბუა ეს ნიკოლოზ საკვირველმოქმედია და მოხსენიებულია, რომ ის 280 წელს დაიბადა და რომ სომხური წარმოშობის იყო. "ის კურნავდა ადამიანებს და მისი ვიზიტი ყველასთვის სიამოვნო იყო. მოგვიანებით, მან მიიღო სახელი თოვლის ბაბუა. რუსული თოვლის ბაბუის სახე კი თავდაპირველად იყო უარყოფითი, რადგან ის გარშემო ყველაფერს ყინავდა. მოგვიანებით ის კეთილი გახდა და ხალხისთვის ბედნიერება მოჰქონდა",- აღნიშნა ეთნოგრაფმა.

მომზადებულია news.am-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს