ნამდვილი გრინჩი - ქალმა ბავშვთა თავშესაფრიდან ნაძვის ხე მოიპარა

ნამდვილი გრინჩი - ქალმა ბავშვთა თავშესაფრიდან ნაძვის ხე მოიპარა

ალბათ ყველას გინახავთ საახალწლო ფილმი "როგორ მოიპარა გრინჩმა შობა", თუმცა ეს ამბავი მხოლოდ ჰოლივუდის სცენარი არ გეგონოთ.

ლონდონში მდებარე მზრუნველობამოკლებულ მოზარდთა თავშესაფრიდან ქალმა ნაძვის ხე მოიპარა. ქურდი შენობაში დამონტაჟებულმა კამერამ დააფიქსირა და მას პოლიცია ეძებს. მოზარდებისთვის ნაძვის ხე თანამშრომლებმა მორთეს, რათა მათთვის საახალწლო განწყობა შეექმნათ. 

"ასეთი უგულო კრიმინალი არსად გვინახავს. სიტყვები არ მყოფნის, როგორ შევაფასო ფაქტი, რომელიც წლის ყველაზე მნიშვნელოვან დღეს ჩვენი საზოგადოების ყველაზე სათუთ წევრებს შეეხოთ", - ამბობს პოლიციის წარმომადგენელი ლორნა კლარკი.

ლონდონელები ინციდენტმა აღაშფოთა. ისინი ითხოვენ, რომ ქალის დაპატიმრებისას მისი ფოტოსურათი სამარცხვინო დაფაზე გააკრან.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს