მითები ალკოჰოლზე

მითები ალკოჰოლზე

ახალი წლის პერიოდი ყოველ მხრივ უდიდესი დატვირთვაა ჩვენი ორგანიზმისთვის: უამრავი მოსასწრები საქმე როგორც ფიზიკურად, ისე ემოციურად გვღლის და გვფიტავს. ამას ემატება საახალწლო სუფრის გამზადება, შემდეგ, რამდენიმე დღის განმავლობაში, ყველა ამ გემრიელი კერძის დაგემოვნება ნაირ-ნაირი ალკოჰოლური სასმელის თანხლებით. ერთი სიტყვით, ახალი წელი ორგანიზმისთვის ნამდვილი გასტრონომიული ტერორია!

საახალწლოდ გადავწყვიტეთ ალკოჰოლის თემას გამოვხმაურებოდით და მასთან დაკავშირებული ყველაზე გავრცელებული მითების შესახებ შეგვეხსენებინა თქვენთვის.

ალკოჰოლის დახმარებით სწაფად გავთბებით.

სინამდვილეში არც მთლად ასეა საქმე: მართალია, შეციებისას 50 გ კონიაკი ან არაყი დაგეხმარებათ- ალკოჰოლი სისხლძარღვებს აფართოებს და შინაგან ორგანოებს სისხლი უკეთ მიეწოდება, მაგრამ სასმელის მეტი დოზა მხოლოდ და მხოლოდ უარყოფითად იმოქმედებს. ამ დროს სითბოს შეგრძნება მხოლოდ მოჩვენებითია და სინამდვილეში ორგანიზმი კარგავს მას და უფრო მეტად ცივდება.

ალკოჰოლი მადას აძლიერებს

სპირტიანი სასმელები მართლაც აღვიძებს მადას. მაგრამ ეს მხოლოდ მსუბუქი შიმშილის გრძნობაა, რომელსაც ძლიერი სასმელები იწვევს, ისიც ძალიან მცირე დოზით - 20-25 გ. თანაც მთელი ეს პროცესი გრძელდება 15-20 წთ. ამიტომ სვამენ ალკოჰოლს აპერიტივის სახით, უშუალოდ ჭამის წინ. მაგრამ მეორეს მხრივ, მშიერ კუჭზე მაგარი სპირტიანი სასმელები ცუდად მოქმედებს, კუჭი ღიზიანდება და მისი მჟავიანობაც იზრდება. საბოლოოდ ამან შესაძლოა გასტრიტი გამოიწვიოს. განა ღირს ასეთი ფასის გადახდა მადიანად ჭამისათვის?

იხილეთ ვრცლად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს