გორში პოლტერგეისტი გამოჩნდა

გორში პოლტერგეისტი გამოჩნდა

უწმინდური ძალა გორის ერთ-ერთ სახლში რამდენიმე წლის წინ გამოჩნდა. თუმცა თავიდან მოჩვენება ოჯახის წევრებს საგანგაშო დისკომფორტს არ უქმნიდა. სახლის მკიდრის, ნატო ოქროპირიძის თქმით, ერთი წლის წინ მოჩვენებამ მის შვილს თმის კულული მოაჭრა. ერთი წლის შემდეგ კი მოჭრილი თმა ესროლა. როგორც ქალბატონი ამბობს, მან ხმაც გაიგონა: "გახსოვს ეს თმები?".

დროთა განმავლობაში მოჩვენება იმდენად აგრესიული გახდა, რომ ოჯახს სახლის დატოვება და საცხოვრებლად ნათესავებთან გადასვლა მოუხდა.

უჩვეულო მოვლენით რუსული ტელეარხი LifeNews დაინტერესდა. რუსი ჟურნალისტების მომზადებულ სიუჟეტში ნატო ოქროპირიძის მამამთილი, მერაბი ფრთხილად ათვალიერებინებს სიუჟეტის ავტორებს თავის ყოფილ სახლს. ნატოს მამამთილი დარწმუნებულია, რომ სახლში უწმინდური ძალა ბატონობს. მისი თქმით, კედლებზე პერიოდულად ჯვრები და საქართველოს დროშა ისახება (სიუჟეტში მართლაც ჩანს კედლებზე ჯვრის გამოსახულებები). მერაბის თქმით, კედლებზე ჯვრების გამოსახვა მას შემდეგ დაიწყო, რაც მისმა შვილიშვილმა შინ ნაჩუქარი ხატი მიიტანა. გარდა ამისა, როგორც თავად ამბობს, მას საკუთარი თვალით არაერთხელ უნახავს გოგონას მოჩვენება და მისი ხმაც გაუგია. მერაბი ასევე ამბობს, რომ მოჩვენებამ მისი შვილიშვილის მოკვლაც სცადა. ამ ფაქტს ნატოც ადასტურებს.

"ერთხელ მე და ჩემი პატარა ვაჟი შინ მარტონი ვიყავით. მე საძინებელში შესვლა ვცადე, მაგრამ კარებს შიგნიდან ვიღაც იჭერდა. სხვა ოთახში დავიძინეთ, შუა ღამეზე გამეღვიძა და დავინახე ბავშვი კედელზე მიცოცავდა. ვკითხე, ლაშა, სად მიდიხარ-მეთქი და მიპასუხა, სახურავზე ვირთხები მეძახიანო", - ყვება ნატო ოქროპირიძე.

ამ შემთხვევის შემდეგ ოჯახმა სახლი დატოვა.

LifeNews-ის თხოვნით, ოჯახის წევრები შინ უფოლოგი ერეკლე შონიას თანდასწრებით დაბრუნდნენ. ერეკლე შონიამ სახლი დეტალურად დაათვალიერა და იმ ადგილს მიაგნო, საიდანაც მოჩვენება ჩნდება. სპეციალური მოწყობილეობების საშუალებით, უფოლოგმა შენობის აურა შეისწავლა და აღნიშნა, რომ ამ სახლში მის ბინადართ საფრთხე არ ემუქრებათ. მისი თქმით, პირიქით, სასარგებლოც კია მათთვის იმ ადგილთა სიახლოვეს ყოფნა, სადაც ჯვრები ისახება.

თუმცა მოჩვენების კეთილი ზრახვების ოჯახის წევრებს არ სჯერათ და უკან არ აპირებენ დაბრუნებას, ვიდრე სახლის ყოველ კუთხეს სასულიერო პირი განწმენდს.

იხილეთ ვიდეო

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს