სააპელაციო სასამართლომ გიგი უგულავას საჩივარი არ დააკმაყოფილა

სააპელაციო სასამართლომ გიგი უგულავას საჩივარი არ დააკმაყოფილა

სააპელაციო სასამართლომ უგულავას საჩივარი არ დააკმაყოფილა, - ამის შესახებ გიგი უგულავა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს.

"პარტიზანული მოსამართლეობა გრძელდება. ცოტა ხნის წინ ჩემს ადვოკატს ტელეფონით შეატყობინეს, რომ სააპელაციო სასამართლომ (მოსამართლის გვარიც კი არ ვიცი) ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება უფლებამოსილების შეწყვეტა, შეჩერება თუ გადაყენებასთან დაკავშირებით. ველოდები ზემდგომ თუ ზედამხედველ პროკურორს. მაინტერესებს კანონით როგორ უნდა მოხდეს აღსრულება. მე კი ბრძოლას საკონსტიტუციო სასამართლოში განვაგრძობ. ბედნიერ შობას და ახალ წელს გისურვებთ. თბილისის "მერი" გიგი უგულავა", - აღნიშნულია უგულავას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ