ახალი წლისთვის ფოთის მერია 114 კუბოს ყიდულობს

ახალი წლისთვის ფოთის მერია 114 კუბოს ყიდულობს

ქალაქ ფოთის მერიამ ქალაქში მცხოვრები უმწეო და გაჭირვებული გარდაცვლილი მოქალაქეებისთვის სტანდარტული ზომის კუბოების (ჩასასვენებლის) შესყიდვაზე გამარტივებული ტენდერი გამოაცხადა.

"ტენდერი გამოცხადებულია 40 ათასი ლარის ღირებულების ჭურჭელზე. შესაძლოა, ვიღაცამ 40 ათას ლარად ერთი ჩასასვენებელი დაამზადოს. ეს რომ თავიდან აგვეცილებინა, ავიღეთ საბაზრო ფასი - დაახლოებით ეს არის 350 ლარამდე თავისი ჩასაფენით და აქედან გამომდინარე ცალობაში გამოდის 114 ერთეული" , - აცხადებს ფოთის მერის მოადგილე ლაშა კუპრეიშვილი.

მისივე თქმით, ამ ტენდერს ფოთის მერია ბოლო 5-6 წელია აცხადებს და მიმდინარე წელსაც, ამავე რაოდენობის თანხით 151 ჩასასვენებლი შეიძინეს.

ტენდერი 26 დეკემბერს გამოცხადდა, წინადადებების მიღება კი 2014 წლის 3 იანვარს დასრულდება.

იხილეთ ვრცლად

livepress.ge

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა