თაკო ჩხეიძის, სოფო ბედიას და სოფო ხალვაშის ბავშვური ოცნებები

თაკო ჩხეიძის, სოფო ბედიას და სოფო ხალვაშის ბავშვური ოცნებები

ცნო­ბილ ადა­მი­ა­ნებს მივ­მარ­თე ერ­თი კონ­კ­რე­ტუ­ლი კითხ­ვით: "თქვენს შვილს თოვ­ლის ბა­ბუ­ამ რა უნ­და მო­უ­ტა­ნოს?" აღ­მოჩ­ნ­და, რომ ე.წ. ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვე­ბის შვი­ლებს არ­ც­თუ ისე "ჰო­ლი­ვუ­დუ­რი" სურ­ვი­ლე­ბი აქვთ - ძი­რი­თა­დად, ისე­თი­ვე სა­ჩუქ­რე­ბის მი­ღე­ბა სურთ, რო­გორ­ზეც ნე­ბის­მი­ე­რი ბავ­შ­ვი ოც­ნე­ბობს...

თა­კო ჩხე­ი­ძე:

- პა­ტა­რებ­მა თოვ­ლის ბა­ბუ­ას წე­რი­ლი გა­უგ­ზავ­ნეს და ახ­ლა ახა­ლი წლის ღა­მეს მო­უთ­მენ­ლად ელო­დე­ბი­ან. იცი­ან, რომ სა­ჩუქ­რებს მი­ი­ღე­ბენ. ეს იქ­ნე­ბა "სპა­ი­დერ­მე­ნი", "ბეტ­მე­ნი", "სუ­პერ­მე­ნი" და ა.შ. უფ­როს ვაჟს ბევ­რად უფ­რო სე­რი­ო­ზუ­ლი სურ­ვი­ლე­ბი აქვს... მეც დიდ­ხანს მჯე­რო­და თოვ­ლის ბა­ბუ­ის არ­სე­ბო­ბის. ყო­ველ წელს კარ­თან დი­დი ყუ­თი მხვდე­ბო­და. რა­ტომ­ღაც, ჯა­დოს­ნურ მო­ხუცს სულ სადღაც ეჩ­ქა­რე­ბო­და და არ ელო­დე­ბო­და, კარს რო­დის გა­ვუ­ღებ­დი... ერთ წელს ჩემს უფ­როს ვაჟს ეჭ­ვი შე­ე­პა­რა თოვ­ლის ბა­ბუ­ის არ­სე­ბო­ბა­ში. ახა­ლი წლის შემ­დეგ სხვა ქვე­ყა­ნა­ში მოგ­ვიხ­და გაფ­რე­ნა. ზუს­ტად იმ წელს თბი­ლის­ში თოვ­ლის ბა­ბუა ლაპ­ლან­დი­ი­დან გვეწ­ვია და რო­ცა თა­ვის ქვე­ყა­ნა­ში ბრუნ­დე­ბო­და, ჩვენ­თან ერ­თად მო­უხ­და მგზავ­რო­ბა. ბავ­შ­ვებს სა­თი­თა­ოდ და­უ­წე­რა მი­სა­ლო­ცი ბა­რა­თე­ბი. პა­ტა­რე­ბი მთე­ლი გზა გა­ო­ცე­ბუ­ლე­ბი უყუ­რებ­დ­ნენ. შვილს ამა­ყად ვუთხა­რი, - ხომ გე­უბ­ნე­ბო­დი, თოვ­ლის ბა­ბუა ნამ­დ­ვი­ლად არ­სე­ბობს-მეთ­ქი (ი­ღი­მის).

და­თო გო­მარ­თე­ლი:

- ჯერ­ჯე­რო­ბით, ჩე­მი შვი­ლი ახალ წელს გან­სა­კუთ­რე­ბულ გა­რე­მო­ში არ შეხ­ვედ­რია, ახ­ლა კი ამის შან­სი მი­ე­ცე­მა, ვი­ნა­ი­დან კონ­ცერ­ტ­ზე ყაზ­ბეგ­ში მო­მიწ­ვეს გა­მოს­ვ­ლა, დამ­დეგს ყვე­ლა­ნი ერ­თად ამ ლა­მაზ კუთხე­ში, კარგ გა­რე­მო­ში შე­ვე­გე­ბე­ბით... რაც შე­ე­ხე­ბა სა­ჩუ­ქარს, ამა­ზე ჯერ კი­დევ ვფიქ­რობთ...

ხა­ტია სი­ჭი­ნა­ვა:

- უფ­როს გო­გო­ნას - გაბ­რი­ე­ლას უკ­ვე ჰყავს მან­ქა­ნა და სულ ამ ავ­ტო­მო­ბი­ლის გა­მო ჩხუ­ბო­ბენ, სა­თა­მა­შოს ვერ იყო­ფენ. ამი­ტომ, წელს თოვ­ლის ბა­ბუა ოლი­საც ზუს­ტად ასეთ მან­ქა­ნას მო­უყ­ვანს. გაბ­რი­ე­ლა, რო­გორც ჩანს, გე­მოვ­ნე­ბით დე­დას და­ემ­ს­გავ­სა და პრინ­ცე­სას კა­ბა უნ­და... ჩემს შვი­ლებს თოვ­ლის ბა­ბუა ზუს­ტად იმას ჩუქ­ნის, რაც მათ სურთ. 31-ში ღა­მით აუცი­ლებ­ლად გა­მო­ვი­ძა­ხებთ თოვ­ლის ბა­ბუ­ას და ის ბავ­შ­ვებს თა­ვად გა­დას­ცემს ამ სა­ჩუქ­რებს, რა­თა ყვე­ლა­ფე­რი და­მა­ჯე­რე­ბე­ლი იყოს. ვიდ­რე პა­ტა­რე­ბი არი­ან, სჯე­რო­დეთ მი­სი არ­სე­ბო­ბის...

სო­ფო ხალ­ვა­ში:

- უფ­როს გო­გო­ნას - ქე­თის გრძე­ლი სია აქვს ჩა­მო­წე­რი­ლი. სწო­რედ გუ­შინ ვკითხე, - თოვ­ლის ბა­ბუ­ას რა უნ­და სთხო­ვო-მეთ­ქი? ჰო­და, აღ­მოჩ­ნ­და, რომ ზე­პი­რად აღარ ახ­სოვ­და... ულა­მა­ზე­სი, ინ­გ­ლი­სუ­რი წარ­მო­ე­ბის თო­ჯი­ნე­ბის კო­ლექ­ცია აქვს და ახ­ლა იმა­ვე წარ­მო­ე­ბის ბიჭ-თო­ჯი­ნებს ელო­დე­ბა. მა­რი­ა­მი ჯერ ძა­ლი­ან პა­ტა­რაა, მაგ­რამ თოვ­ლის ბა­ბუა უსა­ჩუქ­როდ მა­ინც არ და­ტო­ვებს... ახალ წელს თბი­ლის­ში კონ­ცერ­ტ­ში ვმო­ნა­წი­ლე­ობ და ქე­თიც ჩემ­თან ერ­თად იქ­ნე­ბა.

სო­ფო ბე­დია:

- ჩემს შვილს ცხო­ვე­ლე­ბი ძა­ლი­ან უყ­ვარს. ვფიქ­რობ, თოვ­ლის ბა­ბუა სა­თა­მა­შო ვეფხ­ვებს, ლო­მებ­სა და ჟი­რა­ფებს მო­უ­ტანს...

მა­კა შა­ლი­კაშ­ვი­ლი:

- ცუდ დღე­ში ვარ! თი­ნა­ნოს აიპა­დი, აიფო­ნი, ლეკ­ვი უნ­და და რა გა­ვა­კე­თო, არ ვი­ცი (ი­ცი­ნის)... აი, ახ­ლა ყვე­ლა თოვ­ლის ბა­ბუ­ას ვე­უბ­ნე­ბი, რომ თუ ჩე­მამ­დეც მო­აღ­წე­ვენ, ეს ყვე­ლა­ფე­რი მოგ­ვი­ტა­ნონ!.. თუმ­ცა, ლეკ­ვი აღარ უნ­და, მა­მამ უკ­ვე მო­უყ­ვა­ნა...

სა­ლო­მე გო­გი­აშ­ვი­ლი:

- მა­ღა­ზი­ებ­ში გა­ვივ­ლით და ერ­თად გა­დავ­წყ­ვეტთ, რას შე­ვი­ძენთ. ახა­ლი წლის ღა­მეს კი ნაძ­ვის ხის ქვეშ და­ლა­გე­ბულ, ერ­თ­მა­ნე­თის­თ­ვის ნა­ყიდ სა­ჩუქ­რებს ვხსნით. ჩვენს ოჯახ­ში მხო­ლოდ ცი­ბუ­კას­თან მო­დის თოვ­ლის ბა­ბუა, და­ნარ­ჩე­ნე­ბი კი ერ­თ­მა­ნეთს სა­ჩუქ­რებს თა­ვად ვუმ­ზა­დებთ.

ზა­ზა ხუ­ციშ­ვი­ლი:

- ჩე­მი შვი­ლი უკ­ვე დი­დია სა­ი­მი­სოდ, რომ რა­ღა­ცებს ვერ მიხ­ვ­დეს, მაგ­რამ მგო­ნია, რომ ცუღ­ლუ­ტობს. ვფიქ­რობ, იცის, ახალ წელს მის­თ­ვის სა­ჩუ­ქარს რე­ა­ლუ­რად ვინ ყი­დუ­ლობს, მაგ­რამ არა­ფერს ამ­ბობს.

თა­მუ­ნა მუ­სე­რი­ძე:

- ჩემს ბიჭს ახალ წელს ოქ­როს თევ­ზი უნ­და. ჰო­და, არ ვი­ცი, თოვ­ლის ბა­ბუა მის მოყ­ვა­ნას შეძ­ლებს თუ ვე­რა.

ტყუ­ი­ლი თუ ბავ­შ­ვის­თ­ვის აუცი­ლე­ბე­ლი ფე­რა­დი სამ­ყა­როს შექ­მ­ნა?!

თა­ნა­მედ­რო­ვე ბავ­შ­ვე­ბის მოტყუ­ე­ბა საკ­მა­ოდ რთუ­ლია, მაგ­რამ არც ისე ძნე­ლია მა­თი დარ­წ­მუ­ნე­ბა იმა­ში, რომ თოვ­ლის ბა­ბუა არ­სე­ბობს... ით­ვ­ლე­ბა თუ არა ტყუ­ი­ლად ბავ­შ­ვის­თ­ვის ფე­რა­დი, ზღაპ­რუ­ლი სამ­ყა­როს შექ­მ­ნა? უნ­და ვუთხ­რათ თუ არა მას სი­მარ­თ­ლე? - ამ კითხ­ვით რამ­დე­ნი­მე ბავ­შ­ვ­თა ფსი­ქო­ლოგს მივ­მარ­თე, მაგ­რამ რა­ტომ­ღაც, პა­სუ­ხის გა­ცე­მის­გან თა­ვი შე­ი­კა­ვეს. თა­ვი­სი ცოდ­ნა და გა­მოც­დი­ლე­ბა მხო­ლოდ ბა­ტონ­მა რა­მაზ საყ­ვა­რე­ლი­ძემ გაგ­ვი­ზი­ა­რა.

- კონ­კ­რე­ტულ ასაკ­ში ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის მსგავ­სი ტყუ­ი­ლი აუცი­ლე­ბე­ლიც კი არის. მათ­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა არ აქვს, ამ­ბა­ვი მარ­თა­ლია თუ მო­გო­ნი­ლი, მთა­ვა­რია, ის პა­ტა­რას­თ­ვის სა­სი­ა­მოვ­ნო იყოს. სწო­რედ ამ პრინ­ცი­პით თა­მა­შო­ბენ ბავ­შ­ვე­ბი "დე­დაშ­ვი­ლო­ბა­ნას", "ო­ჯა­ხო­ბა­ნას", "ო­მო­ბა­ნას". მათ არ აწუ­ხებთ, ეს რე­ა­ლო­ბაა თუ - არა, მთა­ვა­რია, სა­კუ­თა­რი ემო­ცი­ე­ბი ჩა­დონ ამა თუ იმ თა­მაშ­ში, ამ­ბავ­ში, ზღა­პარ­ში...

- თოვ­ლის ბა­ბუ­ას ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის სი­ხა­რუ­ლი მო­აქვს, მაგ­რამ მი­თის დამ­ს­ხ­ვ­რე­ვაც ხომ გარ­კ­ვე­ულ სტრეს­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი? კონ­კ­რე­ტუ­ლი ასა­კი თუ არ­სე­ბობს, რო­ცა ბავ­შ­ვი ამ სამ­ყა­რო­დან ნელ-ნე­ლა უნ­და გა­მო­ვიყ­ვა­ნოთ?

- ეს სამ­ყა­რო კონ­კ­რე­ტულ ასაკ­თან ერ­თად, დროს უნ­და გაჰ­ყ­ვეს, თო­რემ დი­დი ალ­ბა­თო­ბაა - სი­მარ­თ­ლის აღ­ქ­მი­სას გაბ­რაზ­დეს. წე­სით, სკო­ლის ასა­კი­დან ნელ-ნე­ლა უნ­და შე­ვაჩ­ვი­ოთ რე­ა­ლო­ბას... მა­ნამ­დე კი, ჩე­მი აზ­რით, ბავ­შ­ვის­თ­ვის აუცი­ლე­ბე­ლიც არის ზღაპ­რუ­ლი სამ­ყა­როს არ­სე­ბო­ბა. ზო­გა­დად, სტრე­სი ბავ­შ­ვებს ნაკ­ლე­ბად ახა­სი­ა­თებთ, მსგავ­სი რამ ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თად ხდე­ბა.

- ხომ არ აჯო­ბებს, ბავ­შ­ვებს ავუხ­ს­ნათ, რომ თოვ­ლის ბა­ბუა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მსა­ხი­ო­ბია?

- იმ ასაკ­ში, რა ასაკ­შიც ბავშვს თოვ­ლის ბა­ბუ­ის არ­სე­ბო­ბის სჯე­რა, რა­ი­მეს ახ­ს­ნას აზ­რი არ აქვს. გარ­და ამი­სა, მშო­ბელ­მა რომც აუხ­ს­ნას, სახ­ლის გა­რეთ, მთე­ლი კულ­ტუ­რუ­ლი სამ­ყა­რო ამ ზღა­პარს სთა­ვა­ზობს მას. ჰო­და, ად­გე­ბა და თა­ნა­ტო­ლებს და­უწყებს დარ­წ­მუ­ნე­ბას, რომ კა­ცი, რო­მელ­საც თოვ­ლის ბა­ბუ­ას ეძა­ხი­ან, მსა­ხი­ო­ბია და ამის გა­მო შე­საძ­ლოა, კონ­ფ­ლიქ­ტი მო­უხ­დეს. ბავ­შ­ვებს ხომ თა­ვი­ან­თი სამ­ყა­რო აქვთ?! წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბა ამ სამ­ყა­რო­ში არა­ნაკ­ლებ ტრავ­მუ­ლია, ვიდ­რე იმ ფაქ­ტის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა, რომ თოვ­ლის ბა­ბუა რე­ა­ლუ­რი არ არის. ამი­ტომ, ჯობს, ბავშვს ცხოვ­რე­ბა არ გა­ვურ­თუ­ლოთ. დაე, იცხოვ­როს მშობ­ლის თუ გა­რე­მოს მი­ერ შექ­მ­ნილ ზღაპ­რულ სამ­ყა­რო­ში... მაგ­რამ აუცი­ლებ­ლად ყუ­რადღე­ბით უნ­და ვი­ყოთ, რა­თა არ გა­მოგ­ვ­რ­ჩეს მო­მენ­ტი, რო­ცა ის უკ­ვე ბავ­შ­ვო­ბას ტო­ვებს და სამ­ყა­როს სე­რი­ო­ზუ­ლად, არა­ბავ­შ­ვუ­რად აღ­ქ­მას იწყებს. აი, ამ დროს კი ტყუ­ი­ლი მი­ნი­მუ­მამ­დე უნ­და შე­ვამ­ცი­როთ.

შო­რე­ნა ლა­ბა­ძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება