Nike-ის ტანსაცმელი აჭარაში შეიკერება

Nike-ის ტანსაცმელი აჭარაში შეიკერება

Nike-ის ტანსაცმელი აჭარაში შეიკერება. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ქობულეთში, სოფელ ბობოყვათში შპს "აჭარა ტექსტილის" საწამოს ახალი შენობა გაიხსნა. "აჭარა ტექსტილის" საწარმოს არსებული შენობის გვერდით, 5 ათასი კვ.მეტრი ფართობის ახალი შენობის აგება, საწარმოს საქმიანობის გაფართოების შედეგად გახდა აუცილებელი.

საერთაშორისო ბრენდის, "პუმას" თხოვნით, კომპანიამ პროდუქციის წარმოება გაზარდა. საწარმოს ახალი შენობის ამოქმედებისას დასაქმებულთა რიცხვი 1500-მდე გაიზრდება. შპს "აჭარა ტექსტილის" მიერ განხორციელებული ინვესტიცია ჯამში 8 მილიონ დოლარს შეადგენს.

ქობულეთში მოქმედი საწარმო "აჭარა ტექსტილი" საერთაშორისო ბრენდებს აწარმოებს, მათ შორის: Puma, Lotto, Erima. ახალი წლიდან კი საწარმო Nike-ის წარმოებას დაიწყებს. "აჭარა ტექსტილის" საწარმოს იტალიის, შვეიცარიის, ჩეხეთისა და განას რეპუბლიკების საფეხბურთო ნაკრებ გუნდებთან აქვს გაფორმებული ხელშეკრულება.

აღსანიშნავია, რომ საწარმოს გახსნას აჭარის მთავრობის წევრებიც დაესწრნენ.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ