როგორი იქნება ნინა წკრილაშვილისთვის 2014 წლის პირველი ღამე

როგორი იქნება ნინა წკრილაშვილისთვის 2014 წლის პირველი ღამე

ნინა წკრიალაშვილს საახალწლოდ საკუთარი სტილისტი მიშა გასიტაშვილი გაეხუმრა. მომღერალს "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე სტატუსად შემდეგი შინაარსის ტექსტი დაუწერა: "მეგობრებო, მე ვთხოვდები", რამაც ნინას აღშფოთება გამოიწვია. ემოციები ჯერ კიდევ არ ჰქონდა განელებული, რომ შევეხმიანეთ (შეიძლება ითქავს, ცხელ გულზე).

ნინა:

- ახლა ისეთი გაბრაზებული ვარ, ვერც აღგიწერ. "მიშა პარიკმახერმა" ცოტა ხნის წინ ჩემ გვერდზე დაწერა, რომ თითქოს ვთხოვდები. ეს სტატუსი, სანამ ვნახავდი, ერთი საათის განმავლობაში იდო. მერე წავშალე და მიშა კინაღამ მოვკალი...

- ე.ი. ეს ამბავი სიამართლეს არ შეესაბამება?

- რა სისულელეა...

- როგორი წინასაახალწლო განწყობა გაქვს და ახალის წლის ღამეს რა გეგმები გაქვს?

- ცოტა ხნის წინ ვამბობდი, ნორმალური ქალები ამ დროს საცივსა და გოზინაყს აკეთებენ, მე კიდევ ვდგავარ და "ტანგოს" ვსწავლობ-მეთქი. "ცეკვავენ ვარსკვლავების" საფინალო შოუსთვის ვემზადები. "ტანგოს" ცეკვა პროექტში ყოფნისას ვერ მოვასწარი. არადა, ძალიან მინდოდა. ახლა კი ამ სურვილს ვისრულებ და ამ საგიჟეთში, წინასაახალწლო დღეებში "ტანგოს" ვსწავლობ.

- ისე, რას იტყვი, ფინალში რატომ ვერ მოხვდი?…

- ვერ მოვხვდებოდი, ჩემზე ძლიერი მოცეკვავეები იყვენენ. ვინც დღეს ფინალში არიან, ეგ ბავშვები ჩემზე კარგად ცეკვავდნენ. გიორგი ყიფშიძეზე კი გული დამწყდა, რომ გავარდა...

"ცეკვავენ ვარსკვლავების" საფინალო შოუში მონაწილეობის გარდა, "ევროპის მოედანზე" საახალწლო კონცერტის რეპეტიციებიც მაქვს. ახალი წლის ღამეს იქ ცენტრალურ კონცერტში ვმონაწილეობ. ასე რომ, ახლა ცეკვა-სიმღერაში ვარ...

- ისე, გოზინაყი როგორ არ გააკეთე?

- გოზინაყი დედამ გამომიგზავნა. საჭმელი კიდევ ასუქებს. ჭამა თუ მომინდება, ან დედასთან წავალ, ან დასთან, ან მეგობრებთან...

მე საახალწლო სუფრაზე მხოლოდ ტკბილეული მექნება, რომელსაც ძალიან ლამაზ მაგიდის გადასაფარებელზე გავშლი, თავისი ლამაზი ხელსახოცებით. მექნება ასევე კარგი ღვინოც...

ცხენის წელში ვარ დაბადებული და ახლა ჩემი წელი მოდის, თან, მერწყულის ეპოქაა და მერწყულიც გახლავართ, - 21 იანვარს ვარ დაბადებული. მოკლედ, ჩემი დრო იწყება. ისე, სულ ჩემი დრო არ არის? მაგრამ მაინც... (სიცილით ამბობს). რაც მსიამოვნებს, იმას ვაკეთებ. რაც არ მსიამოვნებს, იმის კეთებას არასდროს შევეგუები.

- ე.ი. 31 დეკემბერს "ცეკვავენ ვარსკვლავების" საფინალო შოუში გიხილავთ, ხომ?

- დიახ, ჯერ "ვარსკვლავებში" და შემდეგ ცენტრალურ კონცერტზე. ამ წელს დიდი იმედით ველოდები და მგონია, რომ კარგი წელი დაიწყება. წინა ორი ჩემთვის არ იყო კარგი...

- ცენტრალურ კონცერტზე გამოსვლის შემდეგ რესტორანშიც უნდა იმღერო?

- არა, მაგაზე უარი ვთქვი. არც ისე კარგად იხდიან, რომ იქ გამოსვლა ღირდეს. ამიტომ ცენტრალური კონცერტიდან მეგობრებს შევუერთდები...

ლალი ფაცია

სპეციალურად ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება