"ვერ ჩაფარცხეს... შემდეგი აქედან იქნება, თუ კახი კახიშვილი იღიმება ჩუმად" - გოგა ხაჩიძე მთავარი პროკურორის გადადგომაზე

"ვერ ჩაფარცხეს... შემდეგი აქედან იქნება, თუ კახი კახიშვილი იღიმება ჩუმად" - გოგა ხაჩიძე მთავარი პროკურორის გადადგომაზე

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გოგა ხაჩიძე მთავრი პროკურორის გადადგომას "ფეისბუქით" ეხმაურება. დეპუტატი ოთარ ფარცხალაძის გადადგომას რამდენიმე პოსტს უძღვნის.

"ფარცხალაძე გადადგა!

გილოცავთ დამდეგს! :))

გილოცავთ! ყაჩაღი მთავარი პროკურორი აღარ გვყავს! "ეტა რას!"

ვერ ჩაფარცხეს...

თავისთავად უცნაურად კი ჟღერს, მაგრამ ფაქტია, რომ პირველად გამიხარდა ცხოვრებაში ყაჩაღის "გადაყენება".

მადლობა ბატონო ბიძინა!

დარწმუნებული ვარ, თქვენ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება, თორემ ახლანდელი პრემიერი 25 წლის ბავშვის "ცელქობას" გატარებას უპირებდა.

ეძახე შენ სამოქალაქო სექტორში გადასული, ვერ გააფარცხალა მთავარი პროკურორი...

"ეს ნაძირალა ნაცები!...

იმდენი ქნეს სანამ ყაჩაღი არ გადადგა!..."

- თუ რა უნდა თქვან ახლა, როგორ უნდა გაგვლანძღონ?...

ძვირფასო სანტა (ითარგმნება როგორც - ბ-ნო ბიძინა)

გთხოვ, შემდეგი ნოდარი ხადური იყოს.

ჩემი თხოვნაც რომ არ გაითვალისწინო, უბრალოდ ლოგიკური იქნება, თუნდაც მხოლოდ მილიარდიანი გარღვევის გამო.

წინასწარ მადლობა, ეს პოსტი აქ იქნება გადაყენების მომენტშიც", - წერს ხაჩიძე.

დეპუტატი საკუთარ გვერდზე ოთარ ფარცხალაძის მოადგილეთა ფოტოებს აქვეყნებს და მთავარი პროკურორობის კანდიდატებს განიხილავს.

"ჰე აბა...

შემდეგი აქედან იქნება, თუ კახი კახიშვილი იღიმება ჩუმად...", - წერს ხაჩიძე.

მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე გუშინ თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ განცხადება საქართველოს პროკურატურის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.

იხილეთ განცხადება

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს