15 რამ, რაც მდიდარს შეუძლია ყოველ დღე გააკეთოს და ღარიბს - არა

15 რამ, რაც მდიდარს შეუძლია ყოველ დღე გააკეთოს და ღარიბს - არა

15 რამ, რასაც მდიდარი ადამიანი ყოველდღე აკეთებს, მაგრამ ღარიბი - ვერა.

1. მდიდრების 80% ფოკუსირებულია, მიზანს მარტომ მიაღწიოს, ღარიბების მხოლოდ 12% ბედავს ამას.

2. მდიდრების 76% აერობიკაში კვირაში ოთხჯერ ვარჯიშობს, მაგრამ ღარიბების მხოლოდ 23%-ს აქვს იმის ფუფუნება, ხელფასი სპორტდარბაზში დახარჯოს.

3. მდიდრების 63% მუშაობისას აუდიო წიგნებს ეცნობა, მაგრამ ღარიბების მხოლოდ 5% მუშაობს ამ გზით.

4. მდიდრების 81% დღის განრიგს ადგენს, მსგავსი სია ღარიბების მხოლოდ 19%-ს აქვს.

5. მდიდარი მშობლების 80% შვილებს გრანდიოზულ დაბადების დღეებს უწყობს, ეს ფუფუნება ღარიბი მშობლების მხოლოდ 11%-ს აქვს.

6. მდიდრების 67% საკუთარ მიზანს წერს, ასე ღარიბების მხოლოდ 17% იქცევა.

7. მდიდრების 88% დღეში 30 წუთზე მეტხანს კარიერული წინსვლის მიზნით სხვადასხვა ინფორმაციას ეცნობა, ასე ღარიბების მხოლოდ 2% იქცევა.

8. მდიდრების მხოლოდ 6% ამხელს სინამდვილეში, რას ფიქრობს, გულახდილად ღარიბების 69% საუბრობს.

9. მდიდრების 79% თვეში ინტერნეტში მხოლოდ 5 საათს ატარებს, თუმცა ასე ღარიბების მარტო 16% იქცევა.

10. ყოველდღე მდიდრების მხოლოდ 67% უყურებს ტელევიზორს 1 საათი, ან უფრო ნაკლები დროით, ასე ღარიბების 23% იქცევა.

11. რეალით ტელე-შოუებს მდიდრების მხოლოდ 6% უყურებს, მსგავსი გართობა ღარიბების 78%-ს უყვარს.

12. სამსახურში წასვლამდე 3 საათით ადრე მდიდარი ადამიანების 44% იღვიძებს, ასეთი ენთუზიაზმი ღარიბების მხოლოდ 3%-ს აქვს.

13. მდიდარი ადამიანების 74% საკუთარ შვილებს წარმატებული ცხოვრების გზას ყოველდღე აცნობს, ასეთი რჩევების შვილებისთვის მიცემა ღარიბი ოჯახების მხოლოდ 1%-ს შეუძლია.

14. მდიდრების 84%-ს სჯერა, რომ იღბალისა და კარგი შესაძლებლობისთვის თავაზიანობა და დახვეწილი მანერებია საჭირო, ასე ღარიბების მხოლოდ 4% ფიქრობს.

15. მდიდრების 76% ამბობს, რომ ცუდი მანერები წამგებიანი ბიზნესისა და უიღბლობის გარანტია - ეს საკითხი აქტუალური ღარიბების 9%-სთვისაა.

მომზადებულია daveramsey.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს