ვე­რი­კო ტუ­რაშ­ვი­ლის გამხელილი ოცნებები

ვე­რი­კო ტუ­რაშ­ვი­ლის გამხელილი ოცნებები

მომ­ღე­რა­ლი ვე­რი­კო ტუ­რაშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ წი­ნა­სა­ა­ხალ­წ­ლო დღე­ებ­ში სა­ჩუქ­რე­ბის შე­სა­ძე­ნად, ბევ­რი ფუ­ლის და­ხარ­ჯ­ვა უწევს. ფი­ნან­სუ­რი კრი­ზი­სის დროს ცდი­ლობს, პრობ­ლე­მა და­მო­უ­კი­დებ­ლად მო­აგ­ვა­როს, ახ­ლობ­ლე­ბის­გან ფუ­ლის სეს­ხე­ბას კი ურ­ჩევ­ნია, ბან­კის ვა­ლი ჰქონ­დეს, რო­მელ­საც ეტა­პობ­რი­ვად გა­და­იხ­დის.

- ფუ­ლი ადა­მი­ა­ნის­თ­ვის ისე­თი­ვე სა­ჭი­რო რამ არის, რო­გო­რიც ვთქვათ, საკ­ვე­ბი, წყა­ლი და ჰა­ე­რია. რო­ცა ფი­ნან­სუ­რი კრი­ზი­სი მაქვს, სუნ­თ­ქ­ვა მი­ჭირს, ჟან­გ­ბა­დის უკ­მა­რი­სო­ბას ვგრძნობ.

- უფუ­ლო­ბის დროს დეპ­რე­სი­ა­ში ვარ­დე­ბი?

- დეპ­რე­სი­ა­ში არა­სო­დეს ვვარ­დე­ბი, მაგ­რამ უფუ­ლო­ბის გა­მო გან­წყო­ბი­ლე­ბა და ხა­სი­ა­თი ნამ­დ­ვი­ლად მი­ფუჭ­დე­ბა. ამი­ტომ ყო­ველ­თ­ვის ვცდი­ლობ, რომ ფი­ნან­სუ­რი კრი­ზი­სი თა­ვი­დან ავი­ცი­ლო.

- და თუ მა­ინც აღ­მოჩ­ნ­დე­ბი ასე­თი საფ­რ­თხის წი­ნა­შე, რო­გორ მო­იქ­ცე­ვი?

- უფუ­ლო­ბის დროს ვცდი­ლობ, სხვა საქ­მე­ზე გა­და­ვერ­თო. ღვთის წყა­ლო­ბით, ეს კრი­ზი­სი დიდ­ხანს არ გრძელ­დე­ბა ხოლ­მე. ცხოვ­რე­ბა სამ­წუ­ხა­როდ, ასეა მოწყო­ბი­ლი: ხან გაქვს, ხან - არა. ყო­ველ­თ­ვის მო­მავ­ლის იმე­დით ვცხოვ­რობ და შე­სა­ბა­მი­სად, ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბის გა­მო დეპ­რე­სი­ა­შიც არა­სო­დეს ვვარ­დე­ბი.

- ოდეს­მე ბევრ ფულ­ზე გი­ოც­ნე­ბია?

- ბევრ ფულ­ზე ხში­რად ვოც­ნე­ბობ და მე­რე ვფიქ­რობ იმა­ზე, თუ რამ­დე­ნი კე­თი­ლი საქ­მის გა­კე­თე­ბას შევ­ძ­ლებ­დი ბევ­რი ფუ­ლის წყა­ლო­ბით.

- მი­ლი­ო­ნე­რი რომ გახ­დე, პირ­ველ რიგ­ში, რას გა­ა­კე­თებ?

- სიმ­დიდ­რეს მხო­ლოდ პი­რა­დი კე­თილ­დღე­ო­ბის­თ­ვის არ გა­მო­ვი­ყე­ნებ­დი. ბევ­რი ფუ­ლით ბევრ სი­კე­თეს გა­ვა­კე­თებ­დი, პირ­ველ რიგ­ში კი, გა­ჭი­რ­ვე­ბულ ადა­მი­ა­ნებს და­ვეხ­მა­რე­ბო­დი. ირ­გ­ვ­ლივ მყოფ უამ­რავ ადა­მი­ანს გა­ვა­ბედ­ნი­ე­რებ­დი. ჩემს სა­მე­გობ­რო წრე­ში ბევრს აქვს პრობ­ლე­მა და თი­თო­ე­ულ მათ­განს აუცი­ლებ­ლად, საცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნის პრობ­ლე­მას მო­ვუგ­ვა­რებ­დი.

- გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის დახ­მა­რე­ბას ხში­რად ახერ­ხებ?

- რო­ცა მაქვს სა­შუ­ა­ლე­ბა, ვი­ღა­ცას გა­სა­ჭი­რი შე­ვუმ­სუ­ბუ­ქო, ამას ყო­ველ­თ­ვის ვა­კე­თებ. ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვიქ­ნე­ბო­დი, ქუ­ჩა­ში მოწყა­ლე­ბის მთხოვ­ნელ უამ­რავ ადა­მი­ანს რომ არ ვხვდე­ბო­დე.

- ფუ­ლის შეგ­რო­ვე­ბა თუ გა­მოგ­დის?

- ფულს ვე­რა­სო­დეს ვაგ­რო­ვებ, მაგ­რამ ამის სურ­ვი­ლი მაქვს. რო­ცა რა­ღაც ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი ნივ­თის შე­ძე­ნა მსურს, დახ­მა­რე­ბის­თ­ვის ბანკს მივ­მარ­თავ და ვალს ნელ-ნე­ლა ვის­ტუმ­რებ. სახ­ლიც იპო­თე­კუ­რი სეს­ხის წყა­ლო­ბით შე­ვი­ძი­ნე, სხვა­ნა­ი­რად ბი­ნის ყიდ­ვას ვერ მო­ვა­ხერ­ხებ­დი. ძა­ლი­ან მფლან­გ­ვე­ლი ვარ. იმ­დე­ნად მხარ­ჯ­ვე­ლი გახ­ლა­ვართ, რომ შე­იძ­ლე­ბა, ჩემ­ზე თქვათ, - ფუ­ლის ფა­სი არ იცი­სო.

- ოდეს­მე ყუ­ლა­ბა თუ გქო­ნია?

- ყუ­ლა­ბა ბევ­რ­ჯერ შე­მი­ძე­ნია და ფუ­ლის შეგ­რო­ვე­ბა და­მიწყია კი­დეც, მაგ­რამ ბო­ლომ­დე არც ერ­თი არ ავ­სე­ბუ­ლა (ი­ცი­ნის).

- ფი­ნან­სუ­რი კრი­ზი­სის დროს და­სახ­მა­რებ­ლად ვის მი­მარ­თავ?

- ასეთ დროს მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი თა­ვის იმე­დი მაქვს. ჩე­მი პრობ­ლე­მე­ბით არც ოჯა­ხის წევ­რებს ვა­წუ­ხებ და არც - ახ­ლო­ბელ ადა­მი­ა­ნებს. ხე­ლებ­ში არა­სო­დეს არა­ვის ვუ­ყუ­რებ. მა­გა­ლი­თად, ბარ­ში ახ­ლო­ბელ მა­მა­კა­ცებ­თან ერ­თად ყოფ­ნის დროს, არ ვფიქ­რობ იმა­ზე, რომ თან­ხა აუცი­ლებ­ლად კა­ცებ­მა უნ­და გა­და­ი­ხა­დონ. ნე­ბის­მი­ერ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში მხო­ლოდ სა­კუ­თარ თავ­ზე ვარ და­მო­კი­დე­ბუ­ლი!

- სა­ა­ხალ­წ­ლოდ ბევ­რი ფუ­ლის ხარ­ჯ­ვა გი­წევს ხოლ­მე?

- სა­ა­ხალ­წ­ლოდ ყო­ველ­თ­ვის ბევრ ფულს ვხარ­ჯავ, ძი­რი­თა­დად, საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თ­ვის სა­ჩუქ­რე­ბის შე­ძე­ნა­ში. ვცდი­ლობ, მათ ახა­ლი წლის ღა­მეს სი­ურ­პ­რი­ზი მო­ვუწყო.

- წი­ნა­სა­ა­ხალ­წ­ლოდ გარ­დე­რობს აახ­ლებ?

- ამ დღე­სას­წა­უ­ლის­თ­ვის ყო­ველ­თ­ვის წი­ნას­წარ ვემ­ზა­დე­ბი. პირ­ველ რიგ­ში, გარ­დე­რობს ვა­ახ­ლებ, მე­რე ვცდი­ლობ, ახა­ლი ნივ­თე­ბიც შე­ვი­ძი­ნო. ეს ყვე­ლა­ფე­რი კარ­გი გან­წყო­ბი­ლე­ბის შე­საქ­მ­ნე­ლად მჭირ­დე­ბა.

- ნაძ­ვის ხე თუ შე­ი­ძი­ნე?

- ნაძ­ვის ხეც და მი­სი მო­სარ­თა­ვე­ბიც ოჯა­ხის წევ­რებ­მა იყი­დეს, მე­რე მორ­თეს კი­დეც.

- თოვ­ლის ბა­ბუ­ას რა სურ­ვი­ლის შეს­რუ­ლე­ბას სთხოვ­დი?

- ოოო... კარ­გი იქ­ნე­ბო­და, თოვ­ლის ბა­ბუ რე­ა­ლუ­რად რომ არ­სე­ბობ­დეს და სა­ა­ხალ­წ­ლო სურ­ვი­ლებს გვის­რუ­ლებ­დეს... მას ვთხოვ­დი ჩე­მი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის გა­ახ­ლე­ბას - ახალ სახლს, კარგ აგა­რაკს, მან­ქა­ნას და ა.შ.

- ახ­ლო­ბე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თ­ვის ფუ­ლი თუ გი­სეს­ხე­ბია?

- ასე­თი რამ ხში­რად ხდე­ბა, ფუ­ლი ახ­ლობ­ლე­ბის­გან მი­სეს­ხე­ბია და გა­მი­სეს­ხე­ბია კი­დეც. ამა­ში ცუდს ვე­რა­ფერს ვხე­დავ. მე­გობ­რე­ბი და ახ­ლობ­ლე­ბი ხომ იმის­თ­ვის არ­სე­ბო­ბენ, რომ გა­ჭირ­ვე­ბი­სა თუ ლხი­ნის დროს მხარ­ში ამო­გიდ­გ­ნენ. არ აქვს მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა, დახ­მა­რე­ბა ფი­ნან­სუ­რი იქ­ნე­ბა თუ სუ­ლი­ე­რი. მთა­ვა­რია, გრძნობ­დე, რომ ისი­ნი შენ გვერ­დით არი­ან.

- ვა­ლის კარ­გი გა­დამ­ხ­დე­ლი ხარ?

- რო­ცა ვა­ლი მაქვს, ვერ ვის­ვე­ნებ. ერ­თი სუ­ლი მაქვს, მა­ლე გა­და­ვი­ხა­დო და სიმ­შ­ვი­დე და­ვიბ­რუ­ნო. ისე, ბან­კ­ში კარგ კლი­ენ­ტად ვით­ვ­ლე­ბი (ი­ცი­ნის).

- ოდეს­მე ფუ­ლი თუ გი­პო­ვია?

- კი, ბავ­შ­ვო­ბა­ში ფუ­ლი რამ­დენ­ჯერ­მე ვი­პო­ვე, ოღონდ - ბევ­რი არა. კონ­კ­რე­ტუ­ლად რამ­დე­ნი მი­პო­ვია, მარ­თ­ლა არ მახ­სოვს...

- არც ის გახ­სოვს, ნა­პოვ­ნი ფუ­ლით რა შე­ი­ძი­ნე?

- ალ­ბათ შო­კო­ლადს ვი­ყიდ­დი.

- შენ თუ და­გი­კარ­გავს თან­ხა?

- ფუ­ლი ბევ­რ­ჯერ და­მი­კარ­გავს. ყვე­ლა­ზე დი­დი თან­ხა 2 წლის წინ დავ­კარ­გე.

- რამ­დე­ნი და­კარ­გე?

- 400 დო­ლა­რი. ფუ­ლი სა­ფუ­ლე­ში იდო, სა­ფუ­ლე კი ტაქ­სი­ში დამ­რ­ჩა.

- ამის გა­მო ალ­ბათ, ბევ­რი ინერ­ვი­უ­ლე.

- იმ მო­მენ­ტ­ში, რო­ცა ფუ­ლი მო­ვი­ძიე და აღარ მქონ­და, რა თქმა უნ­და, ვი­ნერ­ვი­უ­ლე, მაგ­რამ მა­ლე­ვე დავ­წყ­ნარ­დი. აბა, 400 დო­ლა­რის გა­მო თავს ხომ არ მო­ვიკ­ლავ­დი?!

- თუ გახ­სოვს, პირ­ვე­ლი ხელ­ფა­სი ან ჰო­ნო­რა­რი რო­დის აიღე?

- პირ­ვე­ლი ჰო­ნო­რა­რი 15 წლის ასაკ­ში ავი­ღე, მაგ­რამ რა­ში დავ­ხარ­ჯე, ზუს­ტად არ მახ­სოვს. მგო­ნი, რა­ღაც სა­მო­სი შე­ვი­ძი­ნე.

- ფუ­ლის და­ხარ­ჯ­ვა რა­ში არ გე­ნა­ნე­ბა?

- ზო­გა­დად, ფუ­ლის ხარ­ჯ­ვა არა­ფერ­ში მე­ნა­ნე­ბა, მაგ­რამ ხან­და­ხან რა­ღა­ცის შე­ძე­ნის­გან თავს ვი­კა­ვებ. ხელ­მომ­ჭირ­ნე არ ვარ, მაგ­რამ მა­გა­ლი­თად, რა­ღაც რომ მო­მე­წო­ნე­ბა, ზოგ­ჯერ ვყოყ­მა­ნობ, ად­ვი­ლად ვერ ვწყვეტ, შე­ვი­ძი­ნო თუ არა.

- ტან­საც­მე­ლი ან რა­ი­მე ნივ­თი "პოს­ლე­ზე" თუ შე­გი­ძე­ნია?

- კი, ასე­თი შემ­თხ­ვე­ვე­ბიც ყო­ფი­ლა. ჩემს ერთ მე­გო­ბარს ად­რე ტან­საც­მ­ლის მა­ღა­ზია ჰქონ­და და რო­ცა ახალ კო­ლექ­ცი­ას მი­ი­ღებ­და, თუ რა­მე მო­მე­წო­ნე­ბო­და, მომ­ქონ­და, ფულს კი მოგ­ვი­ა­ნე­ბით ვაძ­ლევ­დი.

- რო­გორ ფიქ­რობ, ფუ­ლით წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა შე­საძ­ლე­ბე­ლია?

- ფუ­ლით წარ­მა­ტე­ბას ბევ­რი აღ­წევს. მე კი წარ­მა­ტე­ბა საყ­ვა­რე­ლი საქ­მის კე­თე­ბამ მო­მი­ტა­ნა. რო­ცა იმ საქ­მეს აკე­თებ, რაც ყვე­ლა­ზე მე­ტად გიყ­ვარს და გა­ინ­ტე­რე­სებს, წარ­მა­ტე­ბას აუცი­ლებ­ლად მი­აღ­წევ, ამის­თ­ვის ფუ­ლი სა­ჭი­რო ნამ­დ­ვი­ლად არ არის! მაგ­რამ თუ ფუ­ლი გაქვს და ცო­ტა ნი­ჭიც, პო­პუ­ლა­რო­ბის მიღ­წე­ვა გა­გი­ი­ოლ­დე­ბა.

- ოდეს­მე რა­ი­მე საქ­მის მო­საგ­ვა­რებ­ლად ფუ­ლი თუ გა­და­გიხ­დია?

- ქრთა­მის მი­ცე­მა არას­დ­როს არა­ვის­თ­ვის დამ­ჭირ­ვე­ბია. მსგავს სი­ტუ­ა­ცი­ა­ში არ აღ­მოვ­ჩე­ნილ­ვარ. რომც აღ­მოვ­ჩ­ნ­დე, დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ფულს არა­ვის მივ­ცემ. ვეც­დე­ბი, ყვე­ლა­ფე­რი სიტყ­ვი­თა და ადა­მი­ა­ნო­ბით მო­ვაგ­ვა­რო.

- ამ­ბო­ბენ, ფუ­ლი ხე­ლის ჭუჭყიაო. ამ გა­მო­ნათ­ქ­ვამ­ზე რას ფიქ­რობ?

- ამ გა­მო­ნათ­ქ­ვამ­ში შე­იძ­ლე­ბა, რა­ღაც სი­მარ­თ­ლის მარ­ც­ვა­ლი დევს, მაგ­რამ ვფიქ­რობ, ფუ­ლი ჩემს ხე­ლებს არას­დ­როს გა­ა­ჭუჭყი­ა­ნებს (ი­ცი­ნის). თუმ­ცა არ­სე­ბობს ადა­მი­ა­ნე­ბის კა­ტე­გო­რია, რომ­ლებ­საც ფუ­ლი გო­ნე­ბას ურევს და სამ­წუ­ხა­როდ, ხე­ლებ­საც უს­ვ­რის.

- ხელ­ფა­სი თვი­დან თვემ­დე გყოფ­ნის?

- ვცდი­ლობ, ვიმ­ყო­ფი­ნო, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, ამას ვერ ვა­ხერ­ხებ.

- ვე­რი­კო, ამ­ჟა­მად რას საქ­მი­ა­ნობ?

- 3 კლუბ­ში ვმღე­რი და შე­მო­სა­ვა­ლიც აქე­დან მაქვს.

- და­ბო­ლოს, ახალ წელს სად შეხ­ვ­დე­ბი?

- დამ­დეგს ერთ-ერთ კლუბ­ში, სიმ­ღე­რით შე­ვე­გე­ბე­ბი (ი­ღი­მის). გი­სურ­ვებთ, თქვენც გემ­ღე­რე­ბო­დეთ!

სო­ფო ჭო­ნიშ­ვი­ლი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება