რაზე სწყდება ყველაზე მეტად გული ნანა ნებიერიძეს

რაზე სწყდება ყველაზე მეტად გული ნანა ნებიერიძეს

ზოგს მიაჩნია, რომ პროექტ ''ცეკვავენ ვარსკვლავებს'' ნანა ნებიერიძე და ლევან ახვლედიანი უსამართლოდ გამოეთიშნენ. გოჩა ჩერტკოევმა წყვილს ტანგოს და რუმბას ტურში დაბალი ქულა დაუწერა და თან აღნიშნა, რომ ლევანმა სწორად არ იცეკვა. მოგვიანებით განაწყენებულ ლევანს, რომელიც ამბობდა, რომ უკვე მესამე სეზონია, გოჩა ჩერტკოევი ჟიურის მართავს, ნანა ნებიერიძემაც დაუჭირა მხარი და აღნიშნა, რომ ეს იყო ხალხის პროექტი და არა გოჩა ჩერტკოევის. პროექტის დატოვების შემდეგ ნანა კვლავ ძალიან დაკავებულია. სპექტაკლ ''ყინულის დედოფალში'' მონაწილეობს და ''ცეკვავენ ვარსკვლავებში'' მომხდარ ამბავზე ბევრს არ ლაპარაკობს.

- ''ცეკვავენ ვარსკვლავებს'' აქვს თავისი ბევრი პლუსი. ახალი მეგობარი შევიძინე ლევან ახვლედიანის სახით. ასევე ძალიან ბევრი გულშემატკივარი მყავს. არ მეგონა, ამდენ ხალხს თუ მოეწონებოდა ჩვენი ცეკვა. სულ მინდოდა, ცეკვა მესწავლა. სამწუხაროდ, ამ პროექტამდე ცეკვასთან არანაირი შეხება არ მქონდა.

- ალბათ გულდასაწყვეტია პროექტიდან წამოსვლა, როცა ფინალამდე ერთი ნაბიჯი იყო დარჩენილი. ხომ არ ფიქრობთ, ცეკვის სწავლას მონდომება სულ ცოტა დააკელით და იმიტომ არ ხართ ფინალში.

- სულ ვამბობ, რომ ეს არის შოუ. ერთი ვარდება, მეორე რჩება, ესაა ჩვეულებრივი ჯანსაღი კონკურსი, სხვა არაფერი. მარტო მე არა, ყველა დაიღალა. ყველამ ძალიან დიდი შრომა ჩავდეთ ამ შოუში. სამწუხაროდ, ესაა რეალური ცხოვრება და ყველაფერი ხდება. ბევრი რამ ვისწავლე პროექტში.

- რა მოხდა შოუს შემდეგ ჟიურის წევრებსა და თქვენ შორის?

- ჩვენ შორის არანაირი საუბარი არ ყოფილა. ჩემთვის დამთავრდა პროექტი და წამოვედი. ერთადერთი, რაზეც ვნერვიულობ და გული მწყდება ისაა, რომ ვერ მოვასწარი ''პასოდობლეს'' ცეკვა. სამწუხაროდ, ფინალში ცეკვა არ გამომივიდა. არა უშავს.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება