მძღოლის სისხლში 0,3 პრომილეზე მეტი ოდენობით ეთანოლის შემცველობა ალკოჰოლურ სიმთვრალედ ჩაითვლება

 მძღოლის სისხლში 0,3 პრომილეზე მეტი ოდენობით ეთანოლის შემცველობა ალკოჰოლურ სიმთვრალედ ჩაითვლება

მძღოლის სიმთვრალის ხარისხი, რომელიც გამკაცრებულ სანქციებს ექვემდებარება, კანონით იქნება განსაზღვრული. ეს კიდევ ერთი სიახლეა, რომელიც "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" ჩაიწერა და ძალაში 2014 წლის 1-ელი იანვრიდან შედის.

ამოქმედდება "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის" დამატებული მუხლი, რომლის მიხედვით, ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობად მიიჩნევა მძღოლის სისხლში 0,3 პრომილეზე მეტი ოდენობით ეთანოლის შემცველობა.

ამასთან, თუ ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობა ტესტირების მეშვეობით გამოვლინდა, მძღოლი უფლებამოსილი იქნება, ტესტირებიდან ორი საათის განმავლობაში კლინიკურ-ლაბორატორიული შემოწმების ან სისხლის აღებისა და მასში ეთანოლის შემცველობის დადგენის მიზნით შესაბამის სამედიცინო-საექსპერტო დაწესებულებას მიმართოს.

იმ შემთხვევაში, თუ კლინიკურ-ლაბორატორიული შემოწმების შედეგად მძღოლს ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობა არ დაუდგინდება, იგი ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლდება. კანონში ჩაიწერა ისიც, რომ მძღოლს უფლება აქვს, დადგენილი წესით მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს.

1-ელი იანვრიდან ძალაში შედის პარლამენტის მიერ მიღებული კანონი, რომლის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში, აგრეთვე სატრანსპორტო საშუალების მართვისას ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისთვის თავის არიდება გამოიწვევს მართვის უფლების შეჩერებას ექვსი თვის ვადით, 18 წლის ასაკს მიუღწეველი პირისთვის კი, მართვის უფლების შეჩერებას - ერთი წლის ვადით.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ