არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მძღოლებისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მკაცრდება

 არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მძღოლებისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მკაცრდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივა, რომელიც არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მძღოლებისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გამკაცრებას და ფულადი ჯარიმების მართვის უფლების ჩამორთმევით შეცვლას ითვალისწინებს, ძალაში ახალი წლიდან შედის.

2014 წლის 1-ელი იანვრიდან ძალაში შევა პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტი, რომლის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში, აგრეთვე სატრანსპორტო საშუალების მართვისას ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისთვის თავის არიდება გამოიწვევს მართვის უფლების შეჩერებას ექვსი თვის ვადით, 18 წლის ასაკს მიუღწეველი პირისთვის კი, მართვის უფლების შეჩერებას - ერთი წლის ვადით.

აღნიშნული სამართალდარღვევის განმეორების შემთხვევაში, ადმინისტრაციულ სახდელდადებული მძღოლები 700 ლარის ოდენობით დაჯარიმდებიან, მართვის უფლების შეჩერების ვადა კი, ერთი წლით გაეზრდებათ.

ამოქმედებული ცვლილებების თანახმად, სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა წინასწარი შეცნობით, ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი პირისთვის, გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ხოლო იგივე სამართალდარღვევის წლის განმავლობაში განმეორება - 1500 ლარის ოდენობით.

თუკი ნასვამ მდგომარეობაში სატრანსპორტო საშუალებას ისეთი პირი მართავს, რომელსაც მართვის უფლება არ აქვს, ან ეს უფლება სხვა დარღვევების გამო აქვს შეჩერებული, გამოიწვევს მის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, იმავე ქმედების ერთი წლის განმავლობაში განმეორება - 1500 ლარის ოდენობით.

გარდა ამისა, პარლამენტის მიერ დამტკიცებული ცვლილებებით, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება სამი წლის ვადით შეუჩერდებათ მძღოლებს, რომლებიც სატრანსპორტო საშუალებას ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში მართავენ. იგივე სანქცია იქნება გამოყენებული მათი მხრიდან ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის დასადგენად შემოწმებაზე თავის არიდების შემთხვევაში.

ასევე სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა წინასწარი შეცნობით ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი პირისათვის, გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით. 1000 ლარიან ჯარიმასთან იქნება დაკავშირებული ქმედება, როცა ნარკოტიკების გავლენის ქვეშ მყოფ მძღოლს არ აქვს მართვის უფლება ან ეს უფლება შეჩერებული აქვს სხვა დარღვევების გამო.

გამკაცრდა სანქცია არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მძოლებისთვის, როცა სატრანსპორტო საშუალების მართვას სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, აგრეთვე სხვა ქონების, ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება მოჰყვება.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ