ოპრა უინფრი თხოვდება

ოპრა უინფრი თხოვდება

ამერიკელი ტელეწამყვანი ოპრა უინფრი თხოვდება. ტელევარსკვლავი 20 წელზე მეტია, საპატარძლოა. ახლა კი მისმა საქმრომ, სტედმენ გრეჰემმა საქმის ბოლომდე მიყვანა გადაწყვიტა.

ოპრა ჯერ კიდევ 1992 წელს დაინიშნა. დანიშვნამდე კი წყვილი 6 წელი ხვდებოდა ერთმანეთს. რატომ არ შედგა 20 წლის მანძილზე ქორწილი, უცნობია. როგორც გამოცემა National Enquirer-ი წერს, წყვილმა ურთიერთობის ოფიციალურად გაფორმება ნელსონ მანდელას დასაფლავების შემდეგ გადაწყვიტა, რომელსაც ოპრა და სტედმენი კარგად იცნობდნენ.

ოპრას ახლო მეგობარმა ჟურნალისტებს უამბო, რომ "ოპრა მანდელასთან სულიერად ახლოს იყო, ყოველთვის მხარს უჭერდა იმას, რისთვისას მანდელა იბრძოდა. როდესაც ნელსონი გარდაიცვალა, იგი განადგურებული იყო. მაგრამ დანაკარგმა ოპრა და სტედმენი კიდევ უფრო დაახლოვა. გრეჰემი საყვარელ ქალს, როგორც შეეძლო ტკივილის გადატანაში ეხმარებოდა და მიხვდა, რომ მასთან როგორც ოფიციალურ მეუღლესთან მთელი ცხოვრების გატარება უნდა. მათ არაერთხელ აღიარეს, რომ მონათესავე სულები არიან. ახლა კი გრეჰემმა განაცხადა, რომ ოპრას გვერდით დასაფლავებას ისურვებდა და ეს მხოლოდ ოფიციალური ქორწინების შემთხვევაშია შესაძლებელი",- ამბობს ტელეწამყვანის მეგობარი.

სტედმენის მეგობრები ირწმუნებიან, რომ იგი ოპრას ხელს ხელმეორედ უახლოეს მომავალში სთხოვს, შესაძლებელია მის დაბადების დღეზეც კი. ტელეწამყვანი ამ თვეში 60 წლის გახდება.

მომზადებულია National Enquirer-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება