ჰოფდორფში "ეროტიკულ უნივერსიტეტს" ააშენებენ

ჰოფდორფში "ეროტიკულ უნივერსიტეტს" ააშენებენ

ჰოლანდიის დედაქალაქ ამსტერდამს კონკურენტი გამოუჩნდა - ჰოფდორფში უზარმაზარი ეროტიკული ცენტრის "სიყვარულის ქალაქის" (City4Love) აშენება იგეგმება.

"სიყვარულის ქალაქი" მსოფლიოში ყველაზე დიდი საროსკიპო იქნება. როგორც პროექტის ორგანიზატორი ამბობს, ის ამერიკული ლას-ვეგასის მსგავი ცენტრი იქნება, მაგრამ ამ შემთხვევაში, აქცენტი სექსზე გაკეთდება. გასართობი ცენტრი ნებისმიერი გემოვნების ადამიანისთვისაა განკუთვნილი. დაგეგმილია დიდი რაოდენობით სექს-შოპების, სტრიპტიზ-ბარების გახსნა, მათ შორის, გეებისა და ლესბოსელებისთვის. კლიენტს საშუალება ეძლევა, რომ "ეროტიკულ თეატრსაც" ეწვიოს.

პროექტს ექცენტრული ბიზნესმენი რინუს ბოიზენბერგი აფინანსებს. მის გეგმაში "ეროტიკული უნივერსიტეტის" აშენებაც შედის. მისი აზრით, საჭიროა ახალგაზრდებმა სექსთან დაკავშირებით ყველაფერი კვალიფიციური კადრებისგან შეისწავლონ.

მომზადებულია topnewsquick.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს