პირველ პაემანზე სანახავი ფილმების ტოპ-ათეული

პირველ პაემანზე სანახავი ფილმების ტოპ-ათეული

წარმოგიდგენთ ფილმებს, რომელიც პირველ პაემანზე რჩეულთან ერთად უნდა ნახოთ.

კასაბლანკა - 1942 წელს გადაღებული მაიკლ კერტისის 3 "ოსკარის" მფლობელი ფილმი. ჰოლივუდის კინოკლასიკად აღიარებულ ფილმში მთავარ როლს ასრულებენ ინგრიდ ბერგმანი და ჰემფრი ბოგარტი. ფილმი imdb.com-ის 250 საუკეთესო ფილმის რეიტინგში 27-ე ადგილს იკავებს.

დაუვიწყარი რომანი - ლეო მაკკერნის რომანტიული დრამა. მთავარ როლში კერი გრანტი და დებორა კერი. ფილმი 1957 წელსაა გადაღებული და "ოსკარის" 4 ნომინაციაზე იყო წარდგენილი.

ნოთინგ-ჰილი - 1999 წელს გადაღებული რომანტიკული კომედია. (ჯულია რობერტსი და ჰიუ გრანტი).

ლამაზმანი -  1990 წელს გადაღებული გარი მარშალის ფილმი ჯულია რობერტსის და რიჩარდ გირის მონაწილეობით. რობერტსი ფილმში შესრულებული როლისთვის "ოსკარზეც" იყო ნომინირებული, თუმცა ჯილდო არ მიუღია.

უძინარნი სიეტლიდან - ნორა ეფრონის 1993 წელს გადაღებული ფილმი. რომანტიკულ მელოდრამაში მთავარ როლს ტომ ჰენკსი და მეგ რაიანი ასრულებენ.

შოკოლადი -  2000 წელს გადაღებული ფილმი ჯულიეტ ბინოშისა და ჯონი დეპის მონაწილეობით. ფილმი ნომინირებული იყო "ოსკარის" 5 ნომინაციაში.

რეალური სიყვარული - რიჩარდ კერტისის 2003 წელს გადაღებული ფილმი. კოლინ ფერტის, ჰიუ გრანტის, კირა ნაიტლის მონაწილეობით.

სიამაყე და ცრუ რწმენა - ჯო რაიტის 2005 წელს გადაღებული ფილმი. მთავარ როლს ფილმში კირა ნაიტლი და მეთიუ მაკფაიდენი ასრულებენ.

ბრწყინვალე გონების მუდმივი ნათება -  მიშელ გონდრის ფილმი. სურათში მთავარ როლს ასრულებენ ჯიმ ქერი და კეიტ უინსლეტი. უინსლეტი ფილმში შესრულებული როლისთვის "ოსკარზეც" იყო ნომინირებული, თუმცა ფილმმა "ოსკარი" საუკეთესო სცენარისთვის მიიღო. ფილმს imdb.com-ის 250 საუკეთესო ფილმის რეიტინგში მე-80-ე ადგილი უჭირავს.

50 პირველი კოცნა - პიტერ სიგალის 2004 წელს გადაღებული რომანტიკული მელოდრამა. ფილმში მთავარ როლს ასრულებენ ადამ სენდლერი და დრიუ ბერიმორი.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია segodnya.ua-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება