ვლადიმერ პუტინმა ზურაბ წერეთელს იუბილე მიულოცა

ვლადიმერ პუტინმა ზურაბ წერეთელს იუბილე მიულოცა

რუსეთში მოღვაწე ქართველ მხატვარსა და მოქანდაკეს, ზურაბ წერეთელს 80 წლის იუბილე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა პირადად მიულოცა.

"უხვი, თვითმყოფადი ტალანტი, შემოქმედებითი სითამამე და ნამდვილი მხატვრის ოსტატობა განაპირობებს თქვენი ამოუწურავი პოტენციალის რელიზაციას. მეტი მიღწევებისადმი და დამსახურებული აღიარებისადმი სწრაფვა საინტერესო პროექტებს ბადებს. სასიხარულოა, რომ დღესაც თქვენი საყვარელი საქმით ხართ დაკავებული, ბევრს და ნაყოფიერად შრომობთ საზოგადოებრივ ასპარეზზე და დროს უთმობთ პედაგოგიურ მოღვაწეობას", - ნათქვამია რუსეთის პირველი პირის მისალოც წერილში, რომლის შინაარსს კრემლის პრეს-სამსახური ავრცელებს.

პუტინმა იუბილარ მოქანდაკეს ჯანმრთელობა, წარმატებები და "ყვალაფერი საუკეთესო" უსურვა.

ზურაბ წერეთელი 1997 წლიდან რუსეთის სამხატვრო აკადემიის ხელმძღვანელია. 1999 წელს კი მისი ინიციატივით მოსკოვის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი გაიხსნა, სადაც დირექტორის თანამდებობა დაიკავა.

აშშ-ის ხელოვნების ნაციონალურმა საზოგადოებამ იგი ღირსების ოქროს მედლით დააჯილდოვა. ჯერჯერობით ზურაბ წერეთელი ერთადერთი ქართველი და რუსი მხატვარია, რომელიც ამ რანგის ჯილდოს ფლობს.

მომზადებულია kp.ru-ს მიხედვით.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია