თბილისში უფასო ინტერნეტით სარგებლობა შეიზღუდა

თბილისში უფასო ინტერნეტით სარგებლობა შეიზღუდა

თბილისში უფასო ინტერნეტით სარგებლობა შეიზღუდა. როგორც თბილისის მერიაში განმარტავენ, შეზღუდვები იმის გამოა დაწესებული, რომ მოსახლეობა უფასო ინტერნეტით სახლებშიც სარგებლობდა და შედეგად, ინტერნეტის სიჩქარე უხარისხო გახდა.

აქედან გამომდინარე, გადაწყდა, რომ მომხმარებელს უფასო ინტერნეტით უწყვეტად სარგებლობა ნახევარი საათით შეეძლებათ. ნახევარი საათის გასვლის შემდეგ, დაახლოებით, 1 საათი იქნება შესვენების რეჟიმი. შესვენების პერიოდის გავლის შემდეგ, მომხმარებელი ავტორიზაციას ხელახლა გაივლის და ისევ ექნება მაღლი ხარისხის ინტერნეტზე წვდომის საშუალება.

WiFi-ით უფასოდ სარგებლობის მსურველმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია, რომელიც მარტივი პროცედურაა და არავითარი კოდი არ სჭირდება.

როგორც მერიაში აცხადებენ, უსადენო ინტერნეტის სიხშირე არის 2 მეგაბაიტი წამში, რაც სრულიად საკმარისია, რომ შეუზღუდავად მიეწოდოს ინტერნეტი მომხმარებელს.

უფასო ინტერნეტის, Tbilisi Loves You-ს პროექტი 2012 წელს დაიწყო. მისი მიზანი იყო კომუნიკაციის თავისუფლება, განათლებისა და ინფორმაციის მიღების ხელმისაწვდომობა, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე ტურისტებისთვის.

პროექტის მიხედვით, სწრაფი და კომფორტული მომსახურებით სარგებლობა ქუჩებში, სკვერებში, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, მანქანაში, ავტობუსში და მეტროში უნდა ყოფილიყო შესაძლებელი.

ნანა ხიდეშელი, Ambebi.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია