ელენე კალანდაძე ბერას კომპლიმენტებმა გაახარა - რა გაუგებრობა მოხდა „ერთი-ერთშის“ ფინალზე

ელენე კალანდაძე ბერას კომპლიმენტებმა გაახარა - რა გაუგებრობა მოხდა „ერთი-ერთშის“ ფინალზე

"ჯდს"-ის ეთერში ორ თვეზე მეტხანს მიმდინარეობდა მუსიკალური პროექტი "ერთი ერთში". პოპულარულ მომღერლებად გარდასახული ქართველი ვარსკვლავები ყოველ კვირას გაოგნებულს ტოვებდნენ მაყურებელს. ვოკალისა და შესრულების გარდა, შოუს სანახაობრივს მონაწილეების გრიმიც ხდიდა. კონკურსის განმავლობაში არც ერთი მონაწილე არ ტოვებდა პროექტს და სწორედ ეს გახლდათ მიზეზი, რომ თითოეულ კონკურსანტს მართლა ძალიან დიდი შრომის ჩადება მოუხდა.

ფინალური ოთხეული ასე გამოიყურებოდა: ანრი ჯოხაძე, დათო გომართელი, ელენე კალანდაძე და ნუცა ბუზალაძე. გამარჯვებული და 40 000 ლარის მფლობელი ელენე კალანდაძე გახდა. გამარჯვებულს ტელევიზიაში შევხვდით და დაგროვილ ემოციასა და გეგმებზე ვესაუბრეთ.

- ელენე, ფინალურ შოუზე, როდესაც გამარჯვებულს აცხადებდნენ, მაყურებელს პირველი ადგილის მფლობელი პირველი რამდენიმე წამი დათო გომართელი ეგონა.

- დიახ, გაუგებრობა მოხდა, როდესაც გამოაცხადეს, და გამარჯვებულია... დათო გომართელი. ამ დროს მივედი და გულით ჩავეხუტე. დათო მეუბნებოდა, არა, ელენე, მე კი არა, შენ გაიმარჯვე, მეორე ეკრანზე გაიხედეო. დავინახე, რომ პროცენტულად უფრო მეტი ხმა მე მივიღე. სიხარულისგან ჩავიკეცე და ტირილი დავიწყე. ცხოვრებაში არ მქონია გამარჯვებულის სტატუსი. საოცარი შეგრძნებაა, საუბარი ახლაც მიჭირს.

- კონკურსანტებს ამ ორი თვის განმავლობაში ძალიან ბევრი შრომა გიწევდათ.

- ყველაზე დატვირთული და შრომატევადი პროექტია, თან ძალიან სახალისო. ყველაზე დიდი პლუსი ისაა, რომ არავინ არ ვარდება და ყველას აქვს შანსი, ქულებით ისევ ზევით აიწიოს. ძალიან გამიხარდა, რომ მონაწილეობის შანსი მომეცა. დარწმუნებული ვიყავი, რომ ფინალში მოვხვდებოდი, მაგრამ ასეთ შედეგს მართლა არ ველოდი. ორ თვეზე მეტი თითოეულმა კონკურსანტმა დიდი შრომა ჩავდეთ. ბევრს მოგვიხდა სხვა საქმის გადადება და ყოველდღე აქ ვიყავით. შოუს განმავლობაში არ ყოფილა ტური, რომ მონაწილეობა მენანოს. ცხოვრებაშიც ასე ვარ, რასაც ხელს მოვკიდებ, არასოდეს ვნებდები. პირიქით, ვცდილობდი, ბოლომდე მივწოლოდი და რქებით გამეტანა.

- შოუს განმავლობაში ორი ქართველი მომღერლის განსახიერებამ მოგიწია - ნანი ბრეგვაძე და აჩიკო მეფარიძე.

- "აჩიკო მეფარიძე" წარუმატებელი აღმოჩნდა. მამაკაცის განსახიერებამ რობი უილიამსის შემთხვევაშიც მომიწია, მაგრამ სცენაზე მოძრაობა მჭირდებოდა, ცოტა ვმაიმუნობდი, თან ინგლისურად ვმღეროდი და გამომივიდა. რაც შეეხება მეფარიძეს, ქართულ სიმღერასთან ვერ ვმეგობრობ. გამიჭირდა მორგება. აჩიკოს პირადად არ ვიცნობ, გადაცემის პროდიუსერი ესაუბრა, რომ კონცერტზე მოსულიყო, მაგრამ ვერ მოახერხა. კონცერტის შემდეგაც არ დაურეკავს. რაც შეეხება ნანი ბრეგვაძის შემთხვევას, ძალიან კარგი გამოხმაურება მოჰყვა. მისმა ოჯახმაც დამირეკა და მითხრეს, ნანი რომც არ გემღერა, მაინც ძალიან გვეამაყებიო.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება