ერთი თვე ალკოჰოლის გარეშე ორგანიზმის მდგომარეობას კარდინალურად ცვლის

ერთი თვე ალკოჰოლის გარეშე ორგანიზმის მდგომარეობას კარდინალურად ცვლის

სპეციალისტებმა გაარკვიეს, რომ ერთი თვის მანძილზე სპირტიან სასმელზე უარის თქმა ქოლესტერინის დონეს ამცირებს, წონის დაკლებას ეხმარება, ძილის რეჟიმს აუმჯობესებს და შრომისუნარიანობას ზრდის.

გარდა ამისა, ღვიძლს აღდგენის შესაძლებლობა ეძლევა.

როგორც ლონდონის სამეფო საავადმყოფოს კვლევამ აჩვენა, 5 კვირით ალკოჰოლზე უარის თქმა საშუალოდ, 1,5 კილოგრამის დაკლების, ქოლესტერინის 5%-ით, ღვიძლში ცხიმის დონის 15%-ით, ხოლო შაქრის მაჩვენებლების თითქმის მეოთხედით შემცირების შესაძლებლობას იძლეოდა.

აღსანიშნავია, რომ ექიმები არ საუბრობენ ადამიანებზე, რომლებიც სასმელს ზომიერად სვამენ. ისინი ალკოჰოლზე დამოკიდებულ ადამიანთა პრობლემებზე აკეთებენ აქცენტს.

ჯერჯერობით ექსპერტებმა ვერ დაადგინეს, რამდენად სწრაფად გადის პოზიტიური ეფექტი თუ ადამიანი ერთი თვის შემდეგ კვლავ სმას იწყებს. უკიდურეს შემთხვევაში, ეს "შესვენება" ღვიძლს მომავალში ალკოჰოლის უკეთ გადატანაში დაეხმარება.

მომზადებულია Meddaily.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს