ექსკლუზივი - როგორ გაიყოფს ნაჩუქარ ბინას ''ნიჭიერის'' გამარჯვებული ათი მონაწილე

ექსკლუზივი - როგორ გაიყოფს ნაჩუქარ ბინას ''ნიჭიერის'' გამარჯვებული ათი მონაწილე

''ნიჭიერის'' მორიგი სეზონი დამთავრდა და გამარჯვება ამჯერად მუსიკალურმა ჯგუფმა ''სითი ბენდმა'' მოიპოვა. დააჯილდოვეს სხვებიც - პროექტის ერთ-ერთმა სპონსორმა K2-ს და ლუკა ყვავილაშვილს 10 000 ლარი გადასცა. ''რუსთავი 2''-ის რჩეულები გახდნენ ზურა ბალანჩივაძე, ადამიანი, რომელიც ყველაზე სასიამოვნოდ უსტვენს, და დრამერი გიორგი კაპანაძე. თითოეულ მათგანს ტელევიზიამ 10 000 ევრო აჩუქა.

შოუ მართლაც ყველაზე გრანდიოზული და მოულოდნელობებით სავსე აღმოჩნდა. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ამჯერად ხატია ბუნიათიშვილის დეკოლტესთან ერთად, ია ფარულავას სექსუალური ჩაცმულობაც გახდა განხილვის საგანი. 30 დეკემბრის ღამეს მოსახლეობის დიდი ნაწილი ''ნიჭიერს'' უყურებდა. სოციალურ ქსელში ყველაზე მეტი გულშემატკივარი ზურა ბალანჩივაძესა და ლუკა ყვავილაშვილს ჰყავდათ.

როგორც ნიკა გვარამიამ განაცხადა - ''ვამაყობ, რომ ვარ იმ არხის დირექტორი, რომლის შემოქმედებითმა გუნდმა შარშან აღმოაჩინა ლუკა ზაქარიაძე - ბათუმიდან და წელს - ''სითი ბენდი''. ბათუმი ნამდვილად იღბლიანი აღმოჩნდა, რადგან მცირე ხნის წინ შექმნილმა ბენდმა მთელი საქართველო მოხიბლა და ყველაზე რეიტინგულ შოუში ესემესების რეკორდული რაოდენობის მეტი წილი მიიღო.

მაგდა გიორგაძე, კალისტრატე ცინცაძე, სოსო ასიაშვილი, ანდრო შანიძე, ირაკლი სირაბიძე, თემო სიორიძე, ბესო კალანდაძე, თორნიკე ჭინჭარაული, ხათუნა სამხარაძე, დათო ანანიძე - ამ ადამიანებისგან შედგება ბენდი, რომელიც, მაყურებლის გადაწყვეტილებით, 2013 წლის ყველაზე ნიჭიერი გახდა.

ინტერვიუ ''სითი ბენდის'' სოლისტ მაგდა გიორგაძესთან ჩავწერეთ და კომენტარის გაკეთება ვთხოვეთ ბენდის სულისჩამდგმელ კალისტრატე ცინცაძესაც.

მაგდა გიორგაძე:

- ''სითი ბენდი'' წელიწადისა და სამი თვის წინ ჩამოყალიბდა, ჩვენი ხელმძღვანელის კალისტრატე ცინცაძისა და ხათუნა სამხარაძის დიდი სურვილითა და ხელშეწყობით. მე ჯგუფში ჩემმა დაქალმა, მომღერალმა მაგდა ვასაძემ მიმიყვანა. ძალიან მოეწონათ ჩემი სიმღერა და ბენდში სოლისტად ამიყვანეს. 27 წლის ვარ, მუსიკალური განათლება მივიღე, მაგრამ გავთხოვდი, შვილი შემეძინა და დედობით ვიყავი დაკავებული. ბენდის ჩამოყალიბების შემდეგ ცოტა ხანს რეპეტიციები გვქონდა და შემდეგ რესტორანში დავიწყეთ მუშაობა. ძირითადად უცხოური მუსიკის ქავერვერსიებს ვასრულებთ. როკი, პოპი...

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება