ზურა ხაჩიძე - პატრიარქს თავი დაანებეთ, თორემ, ღვთის რისხვას ვერ აცდებით!

ზურა ხაჩიძე - პატრიარქს თავი დაანებეთ, თორემ, ღვთის რისხვას ვერ აცდებით!

"ქუჩის ბიჭების" წევრი ზურა ხაჩიძე საქართველოს პატრიარქს ექომაგება.

"ჩემს პატრიარქს თავი დაანებეთ, გირჩევთ, თორემ, სამუდამოთ ღვთის რისხვას ვერ აცდებით! გაფრთხილდით! დაუკვირდით! გიყვარდეთ! გწამდეთ!

პატრიარქი ჩემთვის დიდი ხანია სათნო და ერზე მზრუნავი მღვდელმთავარია. ეს დიდი ხანია ჩემთვის ცნობილია... განკითხვა პარტრიარქის ძალიან მძიმე ცოდვაა და მე მეცოდება ის ადამიანი, ვინც ეს არ იცის ესაა და ეს", - დაწერა "ფეისბუქის" პირად გვერდზე მომღერალმა.

ზურას პოსტს სოციალურ ქსელში აქტიური გამოხმაურება მოჰყვა. მომღერლის მოგვარე დეპუტატმა, გოგა ხაჩიძემ "ფეისბუქის" პირად გვერდზე დაწერა: აჰა... "ვრულავთ" ხაჩიძეები :))".

"ამან ფულის გულისთვის დედისტოლა ქალი ცოლად რომ მოიყვანა რისხვის არ ეშინია?"

"ამჯერად მომღერლები გაგვიგიჟდნენ? ჯერ ნინი ბადურაშვილი, ახლა - ეს. ასე ტალღოვანი გაგიჟებები დაგვჩემდა:)"

"მშვიდობაში მოახმაროს თავისი პატრიარქი", - წერდნენ ინტერნეტ-მომხმარებლები.

ზურამ მისი მისამართით ცინიკურ კომენტარებს ასე უპასუხა:

"რა ხდება, რა ამბავი ატყდა ჩემს სტატუსზე არგუმენტები არ აქვთ და პირად შეურაცხყოფაზე გადმოვიდნენ და ჩემს ოჯახს შეურაცხყოფენ, ვაი, თქვენს პატრონს! ღმერთმა შეგინდდოთ, ჩემო დებო და ძმებო!

როგორ გავბედე და დავიცავი პატრიარქი თურმე!

ვითომ მე არ მესმის რამხელა ბედნიერება მოაქვს დიდი ხნის ლოდინის შემდეგ შვილის დაბადებას. ღმერთს ვთხოვ, ყველა ოჯახში იყოს პატარა და იყოს ის ოჯახი ბედნიერი! ამინ".

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლემ საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება გამოიწვია. ერთი ნაწილი კი, გააღიზიანა იმ ადგილმა, სადაც სუროგატ დედებსა და ხელოვნურ განაყოფიერებაზეა საუბარი.

იხილეთ ასევე: ნოე სულაბერიძე - "პატრიარქზე ასეთი შეტევა არ მოსულა"

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს