"გი­გი უგუ­ლა­ვას ახ­ლა არ ეგ­ვან­ცე­ბა"

"გი­გი უგუ­ლა­ვას ახ­ლა არ ეგ­ვან­ცე­ბა"

ბო­ლო დროს თბი­ლის­ში ხმა და­ირ­ხა, მომ­ღე­რა­ლი გვან­ცა ბაგ­რა­ტი­ო­ნი ერ­თ-ერთ მა­ღალ­ჩი­ნო­სანს ხვდე­ბა­ო, თუმ­ცა ჩვე­ნი რუბ­რი­კის სტუ­მა­რი გავ­რცე­ლე­ბულ ხმას უარ­ყოფს და აცხ­ა­დებს, რომ სიყ­ვა­რულს ახა­ლი წლის­გან ელო­დე­ბა:

- ახალ წელს, ტრა­დი­ცი­უ­ლად, ოჯახ­თან ერ­თად შევ­ხვდი. ჩა­ვი­ფიქ­რე სა­ა­ხალ­წლო სურ­ვი­ლე­ბი, მაგ­რამ თოვ­ლის ბა­ბუა ჯერ არ მო­სუ­ლა და არც სა­ჩუქ­რე­ბი მო­უ­ტა­ნი­ა. ამი­ტომ სა­ი­დუმ­ლოდ შე­ვი­ნა­ხავ, რა ჩა­ვი­ფიქ­რე. მხო­ლოდ იმას ვიტყ­ვი, რომ 2014 წლის­გან ძვი­რად ღი­რე­ბულ სა­ჩუქ­რებ­თან ერ­თად, გან­სა­კუთ­რე­ბულ შე­მო­თა­ვა­ზე­ბას - სიყ­ვა­რულს ვე­ლო­დე­ბი.

- შეყ­ვა­რე­ბუ­ლი არ გყავს?

- არა, ვინც ჩემს გვერ­დით არის, ყვე­ლა ჩე­მი ძმა­კა­ცი და მე­გო­ბა­რი­ა. ასე რომ, მო­უთ­მენ­ლად ვე­ლო­დე­ბი სიყ­ვა­რულს. თუ ვინ­მე გა­მოჩ­ნდე­ბა, ისეთ სიმ­ღე­რას მი­ვუძღ­ვნი...

- ად­რე ბე­რა ივა­ნიშ­ვი­ლით იყა­ვი აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი, ახ­ლა ჭო­რა­ო­ბენ, გი­გი უგუ­ლა­ვა­ზეა შეყ­ვა­რე­ბუ­ლი­ო, მარ­თა­ლი­ა?

- არა­ფე­რი ხდე­ბა არც ბე­რას­თან და არც გი­გი უგუ­ლა­ვას­თან. მთა­ვა­რი­ა, კარ­გი ადა­მი­ა­ნი იყოს, მხო­ლოდ ამით შე­იძ­ლე­ბა ჩე­მი გუ­ლის დაპყრობა. ორ­ჯერ ვი­ყა­ვი გა­ტა­ცე­ბუ­ლი, შო­რი­დან მიყ­ვარ­და მა­მა­კა­ცი, მაგ­რამ ურ­თი­ერ­თო­ბა არ მქო­ნი­ა. დი­დი ხა­ნი­ა, მუ­ზა აღარ მყო­ლი­ა. გა­მო­ფე­ნის­თვის ვემ­ზა­დე­ბი, მაგ­რამ რა ხა­ნია, ნა­ხა­ტი სიყ­ვა­რუ­ლით აღარ შე­მიქ­მნი­ა. ბე­რას დროს კი ხში­რად მომ­დი­ო­და მუ­ზა. და­ხა­ტუ­ლი მყავს: ბე­რა, ბი­ძი­ნა, გო­გა ხა­ჩი­ძე, ზა­ზა გა­ბუ­ნი­ა, კა­ხა კუ­კა­ვა, გი­გი უგუ­ლა­ვას პორ­ტრე­ტი არ შე­მიქ­მნი­ა.

- კა­ხა კუ­კა­ვა რა­ტომ და­ხა­ტე?

- მე და კა­ხა ვმე­გობ­რობ­დით. მის პარ­ტი­ა­შიც ვი­ყა­ვი. კარ­გი ადა­მი­ა­ნი­ა, მინ­დო­და, პა­ტი­ვი მე­ცა და დავ­ხა­ტე. ვინც დავ­ხა­ტე, ყვე­ლას ვა­ჩუ­ქე პორ­ტრე­ტი. კა­ხა კუ­კა­ვა ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი იყო, ნა­ხა­ტი რომ მი­ვუ­ტა­ნე.

- კი­დევ ვის­თან მე­გობ­რობ?

- ბევრ პო­ლი­ტი­კოს­თან ვმე­გობ­რობ, მაგ­რამ ყვე­ლას ვერ ჩა­მოვ­თვლი და ეწყ­ი­ნე­ბათ.

- გი­გი უგუ­ლა­ვას იც­ნობ?

- არა, გი­გის არ ვიც­ნობ. უგუ­ლა­ვას თა­ვის გა­ჭირ­ვე­ბა ეყო­ფა, რა ეგ­ვან­ცე­ბა (ი­ცი­ნის). ახ­ლა და­მაბ­რა­ლე­ბენ, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" მხარ­დამ­ჭე­რი ვარ, ად­რე თქვეს, რომ ბე­რას ჩა­სა­ძი­რად შექ­მნი­ლი პრო­ექ­ტი ვი­ყა­ვი, რომ ბე­რამ გა­და­მი­ღო ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი კლი­პე­ბი, მაგ­რა­მ ეს ყვე­ლა­ფე­რი ტყუ­ი­ლი­ა. "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" სა­ერ­თოდ არა­ფე­რი გა­უ­კე­თე­ბია ჩემ­თვის. მე არა­ვის მხა­რეს არ ვარ და ვერც ვე­რა­ვინ დამ­ბლო­კავს.

- რა­ტომ ხარ ასე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი?

- ოც­ნე­ბე­ბის ახ­დე­ნის დროა და იმი­ტომ (ი­ცი­ნის).

- ამ­ბო­ბენ, რომ სამ­თავ­რო­ბო ჯი­პით სე­ირ­ნობ თბი­ლის­ში.

- არა, არა, იგო­ნე­ბენ.

- აბა, "ლენდ კრუ­ი­ზე­რის" მარ­კის ჯი­პი ვი­სი­ა?

- ეგ ჩე­მი ოჯა­ხის მან­ქა­ნა­ა, ცო­ტა ხნის წინ შე­ვი­ძი­ნეთ და მძღო­ლი მემ­სა­ხუ­რე­ბა. არც მარ­თვის მოწ­მო­ბა მაქვს და არც ქუ­ჩა­ში მარ­ტო სი­ა­რულს ვა­პი­რებ.

- შენ და გი­ორ­გი ნაზღ­ა­ი­ძე თუ შე­რიგ­დით?

- არა, ეგე­თი არც ნაც­ნო­ბი მინ­და და არც მე­გო­ბა­რი. ნაზღ­ა­ი­ძე რა კა­ტე­გო­რი­ის ადა­მი­ა­ნი­ა, ჩემ­თვის გა­უ­გე­ბა­რი­ა, ვერც მეც­ნი­ე­რებ­მა და­ად­გი­ნეს ჯერ­ჯე­რო­ბით, ეს რა ფე­ნო­მე­ნი­ა.

- რა­ტომ იჩხ­უ­ბეთ?

- გა­და­ცე­მა "პრო­ფილ­ში" მიგ­ვიწ­ვი­ეს ერ­თად, ვი­თომ ექ­სპე­რი­მენ­ტი ჩა­ა­ტა­რეს. არც ვი­ცო­დი, სა­ერ­თოდ ვინ იყო ეს ნაზღ­ა­ი­ძე, მითხ­რეს, რომ ვინ­მე გი­ორ­გის­თან უნ­და ავ­სუ­ლი­ყა­ვი სახ­ლში. მივ­ხვდი, რა­ღა­ცას აქეთ "მი­ჩა­ლი­ჩებ­დნენ" და ბო­ლოს სწო­რედ მე გა­მო­ვე­დი გა­ბან­ძე­ბუ­ლი. რე­ი­ტინ­გის გა­მო რა­ს არ კად­რუ­ლო­ბენ, არ აინ­ტე­რე­სებთ, ხარ თუ არა გა­სა­ბან­ძე­ბე­ლი. მაგ­რამ ძა­ლი­ან შეც­დნენ, ცუ­დი შე­ფა­სე­ბე­ბი მოჰ­ყვა გა­და­ცე­მა­საც და იმ ვი­ღაც ნაზღ­ა­ი­ძე­საც.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება