უკრაინის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება

უკრაინის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება

უკრაინის შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს იური ლუცენკოს, რომელიც ამჟამად ოპოზიციაშია, ქალა-ტვინის დახურული ტრავმა აქვს და რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. ამის შესახებ ლუცენკოს პრესმდივანმა ლარისა სარგანმა განაცხადა.

ლარისა სარგანის თქმით, ყოფილი მინისტრის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია, თუმცა ის კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. ამასთან, ლარისა სარგანმა აქტივისტებს მოუწოდა, არ მიიღონ ნაჩქარევი გადაწყვეტილებები და არ იფიქრონ შურისძიებაზე.

წუხელ გვიან ღამით "ბერკუტსა" და კიევის სასამართლოსთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს შორის ძალადობრივი დაპირისპირება მოხდა, რომლის შედეგადაც სულ მცირე 15 ადამიანი დაშავდა. სპეცრაზმელები ფიზიკურად გაუსწორდნენ აქციის მონაწილეებს.

კიევის სასამართლოსთან შეკრებილები ეგრეთ წოდებულ "ვასილკოვსკოს საქმეზე" გამოტანილ სასამართლოს განაჩენს აპროტესტებდნენ. კიევის რაიონულმა სასამართლომ ამ საქმეზე დაკავებულ სამ დამნაშავეს – საქალაქო საბჭოს ორ დეპუტატს იგორ მოსიჩუკსა და სერგეი ბევზუს, ასევე დეპუტატის თანაშემწეს, ვლადიმერ შპარეს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გავრცელებული ინფორმაციით, 2011 წლის 22 აგვისტოს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა დაკავებულებს ასეფეთქებელი მოწყობილობა აღმოუჩინეს და ისინი ტერაქტის მოწყობაში დაადანაშაულეს, კერძოდ, ბორისპოლში ლენინის ძეგლის აფეთქებაში.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა