ჟურნალ "და ქალის" იანვრის საიუბილეო ნომერში წაიკითხავთ

ჟურნალ "და ქალის" იანვრის საიუბილეო ნომერში წაიკითხავთ

იანვრის "და ქალი" შეძლებისდაგვარად დაგეხმარებათ, 2014 წლის ყველა ტენდენცია თუ სიახლე შეიტყოთ...

ია ბერიაშვილის ბლოგი საინტერესო ექსპერიმენტს გთავაზობთ - ჟურნალში სპეციალური გრაფაა დაბეჭდილი, სადაც საშუალება გაქვთ ჩაწეროთ, რა მიზნები და მოტივაციები გაქვთ 2014 წელს, შემდეგ კი შეინახეთ ჟურნალი და ერთი წლის შემდეგ ნახეთ, რა სურვილები და მიზნები აისრულეთ. დაგვერწმუნეთ, ასე ოცნებების ახდენა და მიზნების განხორციელება ბევრად მარტივია.

ვინ ატარებს პრადას?

დაახლოებით ერთი თვის წინ "პალიტრა L"-მა მსოფლიო ბესტსელერის- "ეშმაკს აცვია პრადა" ქართული ვერსია გამოსცა. წიგნის პრეზენტაცია "და ქალის" ტრადიციულ შეხვედრაზე გაიმართა.... გარდა პრეზენტაციის ამსახველი კადრებისა, ჟურნალში წაიკითხავთ, როგორ შეიქმნა ლეგენდარული ბრენდი სახელწოდებით "პრადა".

"ელენე ჩოხელის საახალწლო ბლოგი კეთილი სურვილებით"

ელენე "და ქალმა" 2013 წლის მიწურულს გაიცნო. ის ბავშვთა სახლის აღსაზრდელია და უყვარს წერა. ამ ნომერში ელენეს სევდიან წერილს გთავაზობთ... როგორია ბავშვთა სახლში გატარებული ახალი წელი და რა სურვილები აქვს მას...

გარდა დღესასწაულებისა და კარგი განწყობისა, იანვარს თან ბევრი პრობლემაც ახლავს - კერძოდ, სიცივე, სურდო, გაციება, ვირუსები, მოყინული გზები და ა.შ. ყველა ამ პრობლემასთან გამკლავების გზებს "და ქალი" გასწავლით.

ექსკლუზივი, რომლითაც ამ ნომერში გაგაოცებთ სააკაძის მოედნის ქვეშ მდებარე შახტი-ლაბორატორიაა... იქ სამოგზაუროდ თეა ინასარიძე იმყოფებოდა და დაწვრილებით რეპორტაჟსაც გთავაზობთ.

ნომერში ასევე ნახავთ - იანვრის სილამაზის კალენდარს... მთელი წლის ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის და წაიკითხავთ ძალიან ბევრ რჩევას.

"და ქალის" ამ ნომრის თემა კი გახლავთ - "გამოასწორეთ შეცდომები."

დაგვიჯერეთ და არ ინანებთ.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები