თბილისის ზოოპარკს მწვანე პითონი შეემატა

თბილისის ზოოპარკს მწვანე პითონი შეემატა

თბილისის ზოოპარკს ახალი ბინადარი, ამჯერად მწვანე პითონი შეემატა. ამის შესახებ ზოოპარკის ოფიციალური "ფეისბუქ-გვერდი" იტყობინება.

"კიდევ ერთი ახალი ბინადარი თბილისის ზოოპარკში. ეს მწვანე პითონია (Morelia viridis), რომელიც გავრცელებულია პაპუა-ახალი გვინეის ტროპიკული წვიმის ტყეებში, ინდონეზიის კუნძულებსა და ავსტრალიაში.

აღსანიშნავია, რომ დაბადებისას, ეს გველები კაშკაშა ყვითელი ან წითელი შეფერილობისანი არიან, 6 დან 12 თვემდე კი ნელ-ნელა, ასეთ მწვანე ფერს იღებენ.

ხეებზე მოთავსება და დასვენებაც განსაკუთრებულ ფორმაში უყვართ, გადაიხლართებიან ტოტზე და თავს ზუსტად სხეულის შუაში დებენ.

მათი თავდაპირველი მეცნიერული დასახელება "Chondropython viridis" ბერძნული მითოლოგიიდან მოდის და ნიშნავს "დრაკონის მსგავს მწვანე გველს", - აღნიშნულია ზოოპარკის "ფეისბუქ-გვერდზე".

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს