მწეველები საკუთარ ჯანმრთელობაზე ნაკლებად ზრუნავენ, ვიდრე გარეგნობაზე

მწეველები საკუთარ ჯანმრთელობაზე ნაკლებად ზრუნავენ, ვიდრე გარეგნობაზე

ცნობილია, რომ მოწევა არა მხოლოდ კიბოსა და გულის დაავადებებს, არამედ კანის ნაადრევ დაბერებას იწვევს. 1500 ადამიანის (მწეველი ან ყოფილი მწეველის) გამოკითხვამ აჩვენა: ნაოჭები და ყვითელი კბილები უფრო ადრე იჩენს თავს, ვიდრე ჯანმრთელობის გაუარესება.

საშუალოდ მოწევის ნეგატიური ეფექტი ადამიანებმა 32 წლის ასაკში შეამჩნიეს. კბილების სითეთრის დაკარგვა - პირველ ადგილზეა. შემდეგ მოდის სუნთქვა, თამბაქოს სუნი, ნაოჭები, ყვითელი ფრჩხილები.  მწეველებს ასევე კბილები სცვივათ, ტუჩები უშრებათ, კანის მდგომარეობა უუარესდებათ, ხოლო სახე უფერმკრთალდებათ.

ყოველ მესამე მწეველისთვის ვიღაცას უთქვამს, რომ მოწევა მისი სახის მდგომარეობაზე აისახა. ხოლო 10-დან ოთხს უწევს, საკუთარი თავის მოვლას მეტი დროს დაუთმოს, რომ მავნე ჩვევის ნეგატიური ეფექტის კომპენსაცია მოახდინოს.

მომზადებულია meddaily.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს