10 რამ, რაც ეკა ხოფერიას აღიზიანებს - ტელეწამყვანის ღია პროტესტი

10 რამ, რაც ეკა ხოფერიას აღიზიანებს - ტელეწამყვანის ღია პროტესტი

ტელეწამყვანი ეკა ხოფერია "ფეისბუქის" პირად გვერდზე ქართველების გამაღიზიანებელ თვისებებს ითვლის.

"ის, რაც მაღიზიანებს" (ერთხელ, გადაცემა მქონდა, ჰოდა დღეს, მგონი, აქტუალურია).

1. არ მომწონს, საშინლად ვღიზიანდები, ქუჩაში ბავშვებს რომ უყვირიან (სახლშიც, თავისთავად)

2. ბანკომატთან ფულის გამოსატანად მდგარს ვიღაცის სახე რომ გაქვს ჩახუტებული კისერში)

3. ისევ და ისევ ჩვენი ბიჭების " ჩემი დედა .... ნ" და ფურთხება (ეს საიდან იღებს სათავეს, ვერ ვხვდები)

4. არ მომწონს აქ, "ფეისბუქზე", საყოველთაო ჭკუის სწავლება

5. შეკითხვა: ბავშვს რატომ არ აჩენ?)

6. ერთმანეთს რომ არ ვესალმებით

7. სადარბაზოში სიგარეტს რომ ვაგდებთ

8. "გეტსბის" საღამოზე რიგში ვიდექით ყველა, ხოდა ვიღაცებმა ჩაგვაჩოჩეს და ურიგოდ შევიდნენ, არ გავღიზიანდი, გამეცინა)

9. მძღოლები რომ არ გვითმობთ გზას ფეხით მოსიარულეებს ))))

10. სამთავრობო მანქანები: ჩქარა იმოძრავე, ბიჭო!!!)))

განაგრძეთ და იქნებ, გამოგვივიდეს რამე ყველას ერთად)", - წერს ხოფერია.

იხილეთ ასევე: უტაქტო და უხერხული კითხვები, რომლებსაც ქართველები ხშირად სვამენ

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს