გიორგი ბარბაქაძე ''ცეკვავენ ვარსკვლავებში'' განაწყენებული დატოვეს

გიორგი ბარბაქაძე ''ცეკვავენ ვარსკვლავებში'' განაწყენებული დატოვეს

თანამედროვე ცეკვების შემსრულებელი, 30 წლის გიორგი ბარბაქაძე საზოგადოებამ ''ცეკვავენ ვარსკვლავებიდან'' გაიცნო, სადაც პარტნიორობას ძალიან სიმპათიურ გოგონებს უწევდა. წელს კი, ქეთი ხატიაშვილთან ერთად, ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' მესამე სეზონი მოიგო. რასაკვირველია, ჩვენი საუბარი თავდაპირველად ამ თემით დავიწყეთ და შემდეგ ჩვენს რესპონდენტს პირადულ საკითხებზეც ვესაუბრეთ.

- გიორგი, გილოცავ გამარჯვებას...

- დიდი მადლობა. მთელი სამი თვე ვშრომობდით და ვიბრძოდით იმისთვის, რომ ხალხთან ვყოფილიყავით მართალი და ყველა ცეკვა, რომელსაც ქორეოგრაფები გვიდგამდნენ, კარგად მიგვეტანა მაყურებლამდე. საოცრად გამიხარდა, რომ გავიმარჯვეთ და გავამართლე ხალხის სიყვარული, ასევე პასუხისმგებლობა მეწყვილის მიმართ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მე არ გახლავართ ლათინური ცეკვების მოცეკვავე, ამის გამო უფრო მეტ პასუხისმგებლობას ვგრძნობდი და ბოლომდე ვიხარჯებოდი, რომ ყველაფერი კარგად გამოგვსვლოდა.

- გამარჯვებულის დასახელების შემდეგ აღმოჩნდა, რომ შენ პრიზის გარეშე დარჩი... ალბათ, გაგანაწყენა ამან..

- ჩვენ თავიდანვე ვიცოდით, რომ მთავარი პრიზი – ბინა, გადაეცემოდა ვარსკვლავს, მაგრამ საუბარი იყო სხვა საჩუქრებზე, რომლებიც უნდა გადასცემოდა მეწყვილეს, თუმცა ასე არ მოხდა და ალბათ, გასაკვირი არ არის, რომ მე და გაგა თოდუა განაწყენებული დავრჩით. მაშინ, როცა შენ ზურგს უკან ხალხი ჯილდოვდება, შენ კი დგახარ წინ გამარჯვებულის სტატუსით და არ გაფასებენ, ეს, რასაკვირველია, საწყენია, აქ საჩუქარსა და მატერიალურ მხარეზე კი არაა ლაპარაკი, არამედ დაფასებაზე....

- თუ გახსოვს, წინა სეზონზე რა ერგოთ ფინალისტების მეწყვილეებს?

- როგორც ჩემთვისაა ცნობილი, პირველ სეზონზე ნათქვამი იყო, რომ გამარჯვებულის მეწყვილეს გადაეცემოდა 5000 ლარი, შესაბამისად, ლიკა ლაბაძე დასაჩუქრდა ამ თანხით, მეორე სეზონში მე მონაწილეობა არ მიმიღია, მაგრამ რამდენადაც ვიცი, პირველი-მეორე ადგილის მფლობელი ვარსკვლავების მეწყვილეებმა სპონსორებისგან 5000-5000 ლარი მიიღეს. ინფორმაციის დონეზე ვიცოდით, რომ ამ სეზონზეც უნდა გამოყოფილიყო მიზერული თანხა ფინალისტი მოცეკვავეების წასახალისებლად... აქ თანხაზე არ არის ლაპარაკი, საზოგადოების მხრიდან უკვე ძალიან ბევრი კითხვა ისმის ამ საკითხზე და რა პასუხი გავცეთ, არ ვიცით. მიუხედავად ყველაფრისა, უმთავრესი არის ის, რომ ჩვენ მოვიგეთ ხალხის სიყვარული, მაგრამ ჩვენი შრომაც უნდა დაფასებულიყო.

- საუბარი იყო იმაზე, რომ მოცეკვავეებს პროექტის მსვლელობის დროს უხდიდნენ ხელფასს, მართალია?

- კი. ხელფასს ვიღებდით ყოველთვიურად, თუ ერთი თვის განმავლობაში დავრჩებოდით პროექტში, ანაზღაურებას გვაძლევდნენ, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ეს არ ყოფილა განსაკუთრებული თანხა, დასახელებისგან თავს შევიკავებ, მაგრამ გეტყვით, რომ ეს იყო ჩვეულებრივი ერთი თვის ხელფასი, რაც შეიძლება, ადამიანს ჰქონდეს.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება