პრემიერი ღარიბაშვილი კეზერაშვილის საქმეზე და სააკაშვილის შესაძლო დაკითხვაზე

პრემიერი ღარიბაშვილი კეზერაშვილის საქმეზე და სააკაშვილის შესაძლო დაკითხვაზე

მოხდება თუ არა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკითხვა კეზერაშვილის საქმესთან დაკავშირებით, ვერ გიპასუხებთ, არ ვიცი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ქართული და საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

პრემიერის განცხადებით, მან მოისმინა პოლიტიკოსების მოსაზრებებები, რომ კეზერაშვილის კაპიტალი შესაძლოა დაკავშირებული იყოს ყოფილ პრეზიდენტთან.

"ამის თქმა ჩემი მხრიდან არასერიოზული იქნება. ამას სჭირდება მტკიცებულებები და დამტკიცება. მოხდება თუ არა მისი დაკითხვა, ვერ გიპასუხებთ, არ ვიცი. ამას გამოძიება გამოკვეთავს. ეს უნდა მოხდეს გამოძიების ფარგლებში და პროცესი უნდა იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე, რომ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ არც ერთ ქვეყანაში არავის არ უნდა გაუჩნდეს რაიმე შეკითხვა", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა