რა ფერის ბუსტჰალტერს იცვამთ? - ფერი თქვენს პიროვნებას განსაზღვრავს

რა ფერის ბუსტჰალტერს იცვამთ? - ფერი თქვენს პიროვნებას განსაზღვრავს

მამაკაცებს ქალის ხასიათის გამოცნობა ყოველთვის უჭირთ, მაგრამ ფსიქოლოგები ირწმუნებიან, რომ გოგონას შესახებ ბუსტჰალტერის ფერის მიხედვით ბევრის შეტყობა შეიძლება.

შავი: შავი ფერის ბუსტჰალტერის მფლობელი საზრიანი, თანამედროვე ქალია. ქალი, რომელიც შავ ფერის თეთრეულს ანიჭებს უპირატესობას ცხოვრებას პრაქტიკულად უყურებს. ხშირად უჭირს გადაწყვეტილების სწრაფად მიღება და ჭირვეულია.

კრემისფერი: კრემისფერი ბიუსტჰალტერის მფლობელი დახვეწილი ქალია, რომელიც ყოველთვის გეგმის მიხედვით მოქმედებს, მუდამ ორგანიზებულია და ყველაფერს თვალყურს ადევნებს.

თეთრი: თუ უპირატესობას თეთრ ფერს ანიჭებთ, გამოუსწორებელი რომანტიკოსი ხართ. ასეთ გოგონებს ბუნებაში სეირნობა და კულტურულ ღონისძიებებზე დასწრება უყვართ.

შინდისფერი, ზურმუხტისფერი: მსგავსი ფერების ბუსტჰალტერის მფლობელი ძალიან ვნებიანი ქალია. ის ძლიერია, ძალაუფლების მოყვარულია და ხალხს მაგნიტივით იზიდავს.

ვარდისფერი, წითელი და ლურჯი: ქალი, რომელიც ამ ფერებს ანიჭებს უპირატესობას, გართობის მოყვარული და მხიარულია. მის გარშემო ყოველთვის ბევრი ხალხი იყრის თავს, კარგი იუმორის გრძნობა აქვს და მასთან არ მოიწყენთ.

მომზადებულია canadianliving.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს