უკიდურესად დაძაბული ვითარება გორში: ავტობანთან პოლიციის ძალებია მობილიზებული

უკიდურესად დაძაბული ვითარება გორში: ავტობანთან პოლიციის ძალებია მობილიზებული

გორში ვითარება უკიდურესად დაიძაბა. ასობით მოვაჭრე ავტობანთან იმყოფება. ავტობანთან პოლიციის საკმაოდ სერიოზული ძალებია მობილიზებული.

ქალაქის გასასვლელში პოლიციას კორდონი ჰქონდა გააკეთებული, თუმცა მოვაჭრეებმა პოლიციის კორდონი გაარღვიეს და ავტობანამდე მიაღწიეს.

ერთ-ერთი ქალბატონი, რომელსაც დიაბეტი აქვს, ცუდად გახდა. სამართალდამცავებმა სასწრაფო დახმარება გამოიძახეს, თუმცა მოგვიანებით სამედიცინო დახმარების აღმოჩენა საჭირო აღარ გახდა, რადგან მას დახმარება თავად მოვაჭრეებმა აღმოუჩინეს.

მოვაჭრეები ავტობანზე იმყოფებიან. ადგილზე იმყოფებიან სამხარეო და ქალაქის სამმართველოს პოლიციის უფროსები, ასევე საპატრულო პოლციის უფროსი.

მოვაჭრეები გორის ბაზრის სხვა ტერიტორიაზე, კერძოდ, ბაზრის წმინდა წყლის დასახლების ტერიტორიაზე გადატანას ეწინააღმდეგებიან.

აღნიშნული დავა ერთი წლის წინ დაიწყო, როდესაც ცნობილი გახდა, რომ ბაზრის უცხოელი ინვესტორები ობიექტის სხვა ადგილზე გადატანას გეგმავენ. მოვაჭრეები კატეგორიულად აცხადებენ, რომ ტერიტორიას არ დატოვებენ. ბაზრის გადატანა 20 იანვრისთვის არის დაგეგმილი. მოვაჭრეები პრობლემის მოგვარებას ხელისუფლებისგან ითხოვენ.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია