საფრანგეთში მსახიობი სამი ნასერი დააპატიმრეს

საფრანგეთში მსახიობი სამი ნასერი დააპატიმრეს

საფრანგეთის პოლიციამ მსახიობი სამი ნასერი დააპატიმრა. ფილმ "ტაქსის" ვარსკვლავი, რომელიც დამნაშავედ არაერთხელ სცნეს ხულიგნობაში, თავდასხმში, ავტომობილის ნასვამ მდგომარეობაში მართვაში, ამჯერად ყოფილი საყვარლის ცემისთვის დააკავეს.

52 წლის მსახიობმა და მისმა 33 წლის ყოფილმა მეგობარმა გოგონა ოდრიმ პარიზში დღის მეორე ნახევარში იჩხუბეს. იმ დროისთვის სამი ნასერი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. მსახიობთან ერთად მისი ყოფილი საყვარელიც დააპატიმრეს.

ჩხუბის დროს მსახიობი მაჯაში დანით მსუბუქად დაიჭრა. იგი საავადმყოფოში სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად გადაიყვანეს.

აღსანიშნავია, რომ ინციდენტამდე ორი დღით ადრე, 13 იანვარს, სამი ნასერი ასევე დაიჭირა, როდესაც ოდრის ბინაში შეჭრას ცდილობდა. იგი მაშინაც მთვრალი იყო.

ბოლო სკანდალი "ტაქსის" ვარსკვლავის მონაწილეობით შარშან ზაფხულში მოხდა. მაშინ სამი ნასერი პარიზის ცენტრში, ელისეს მინდვრებთან ახლოს ჩხუბისთვის დააპატიმრეს. თავად მსახიობი ირწმუნებოდა, რომ ნარკომოვაჭრეებისგან იცავდა თავს.

მომზადებულია Le Parisien-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება