"ერთი სული აქვს "ზომბებს" როდის ჩაუჯდება" - ეკა ხოფერია კომპიუტერულ თამაშემზე ვაჟის დამოკიდებულებას უჩივის

"ერთი სული აქვს "ზომბებს" როდის ჩაუჯდება" - ეკა ხოფერია კომპიუტერულ თამაშემზე ვაჟის დამოკიდებულებას უჩივის

ტელეწამყვანი ეკა ხოფერია საკუთარი მცირეწლოვანი ვაჟის კომპიუტერულ თამაშებზე დამოკიდებულებამ შეაშფოთა. ამის შესახებ ჟურნალისტი "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს და მეგობრებს რჩევას სთხოვს.

"როგორ გადავაჩვიო ნიკოლა კომპ. თამაშებს? (((((( რა გავაკეთო? ვთამაშობთ, ვკითხულობთ, ვსეირნობთ, დღეს "სითიშიც" კი წავიყვანე, მაგრამ მაინც ერთი სული აქვს "ზომბებს" როდის ჩაუჯდება", - წერს ხოფერია.

როგორც აღმოჩნდა იგივე პრობლემა ტელეწმაყვანის მრავალ მეგობარს აწუხებს. ეკა ხოფერიას პოსტს აქტიური გამოხმაურება მოჰყვა.

"თავიდანვე არ უნდა მიჩვეულიყო"

"ვაჟიკოსაც ვერ ვაწიწკნით თამაშიდან... ალბათ, უნდა ჩაანაცვლოს სხვა რამით, რაც უფრო მეტად დააინტერესებს.. ბუა და გუდიანი კაცი არ შველის მაგას..."

"ვერ გადააჩვევ, შენ შეგიძლია ფბ-ში შემოსვლას გადაეჩვიო? ასეა ისიც... ასაკობრივი გატაცებებია"

"ეკა, ეტაპობრივად უნდა შეამციროთ კომპთან ჯდომა, აუხსნათ, რომ არ შეიძლება. თორემ დროთა განავლობაში სიტუაცია გაუარესდება. ჩემს ძალიან შველის საბავშვო ბაღი, მხოლოდ შაბათ-კვირას უყურებს გარკვეულ დროს"

"ეკა, სხვა ტიპის დავალება უნდა მისცე. რამდენი წლისა არის, გააჩნია. თუ ეტყვი, რომ სახიფათოა და მავნებელი 12 წლამდე მაგას ვერ შეაგნებინებ. 6-12 წლამდე სჯობს დრო განუსაზღვრო (გონივრული, არა 1 საათი, არამეტ თამაშის რაღაც დონემდე მიყვანისათვის აუცილებელი, დამახსოვრება რომ შეიძლებოდეს, ანუ მინიმუმ საათნახევარი), განუსაზღვრო დღის რომელ მონაკვეთში. ანუ დღის წესრიგის დაცვა უნდა დააწესო პირველ რიგში. სამი მეკომპიუტერე ბიჭი გავზარდე უკვე. პრობლემა არ გაგვჩენია. 12 წლის მერე კი იზრუნე მეგობრებთან დიდი დროის გატარებაზე, სახლშიც მოვიდნენ. ძაღლიც იყოლიე და მისი მოვლა ნიკუშას მიაბარე - ნახევარსაათიანი გასეირნებებით. მგონი ყველაფერი ჩამოვთვალე"

"ლეგო:) მხოლოდ ლეგომ ჩაანაცვლა კომპ. თამაშები ჩვენს შემთხვევაში:)"

"ეგ ომი თავიდანვე წაგებულია!((((( მცარე გამოცდილებით გეუბნები))"

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს