როგორი მანქანები "საღდება" ყველაზე მეტად საქართველოში - რეპორტაჟი ავტობაზრიდან

როგორი მანქანები "საღდება" ყველაზე მეტად საქართველოში - რეპორტაჟი ავტობაზრიდან

თბი­ლის­ში იშ­ვი­ა­თად ნა­ხავთ ად­ა­მი­ანს, სა­კუ­თა­რი ავ­ტო­მო­ბი­ლი რომ არ ჰყავ­დეს. ეს დე­და­ქა­ლა­ქის ქუ­ჩებ­საც ეტყ­ო­ბა, სა­დაც გა­და­ად­გი­ლე­ბა ნე­ბის­მი­ერ დროს ჭირს, მით უმე­ტეს პი­კის სა­ა­თებ­ში. თუ ად­რე იმას წუ­წუ­ნებ­დნენ, ვინც ძრო­ხა გა­ყი­და, თბი­ლის­ში ჩა­მო­ვი­და, ტაქ­სა­ო­ბა და­იწყო და ქუ­ჩე­ბიც ამი­ტომ არის გა­დატ­ვირ­თუ­ლი­ო, ახ­ლა ამ­ბო­ბენ, ვი­საც ორი კა­პი­კი აქვს, ყვე­ლა მან­ქა­ნით მოძ­რა­ობ­სო.

ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბის სიმ­რავ­ლით თუ ვიმ­სჯე­ლებთ, ამ ქვე­ყა­ნას გა­ჭირ­ვე­ბა არ ეტყ­ო­ბა, ავ­ტო­მო­ბი­ლის შე­ძე­ნა ხომ არც ისე­თი ია­ფი სი­ა­მოვ­ნე­ბა­ა! მან­ქა­ნე­ბის ყვე­ლა­ზე დი­დი არ­ჩე­ვა­ნი რუს­თა­ვის ავ­ტო­ბაზ­რო­ბა­ზე­ა. აქ სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა რე­გი­ო­ნი­დან იკ­რი­ბე­ბი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც უცხ­ო­ე­თი­დან ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბის ჩა­მოყ­ვა­ნით ირ­ჩე­ნენ თავს. აქ­ვე შე­იძ­ლე­ბა სხვა­დას­ხვა კომ­პა­ნი­ის მი­ერ ჩა­მოყ­ვა­ნი­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის შე­ძე­ნა, ავ­ტო­მო­ბი­ლის გან­ვა­დე­ბა, გან­ბა­ჟე­ბა, ტექ­ნი­კუ­რი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა და მე­ო­რა­დი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის სა­სურ­ველ მან­ქა­ნა­ში გა­დაც­ვლა. აქ ნა­ხავთ რო­გორც ახალ, ასე­ვე მე­ო­რად და საბ­ჭო­თა წარ­მო­ე­ბის ავ­ტო­მო­ბი­ლებ­საც კი. ბაზ­რო­ბის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ავ­ტო­მო­ბი­ლის და­ყე­ნე­ბა სა­მუ­შაო დღე­ებ­ში 2 ლა­რი ღირს, შა­ბათ­-კვი­რას კი - 10 ლა­რი. მყიდ­ვე­ლე­ბის დი­დი ნა­წი­ლი ბაზ­რო­ბა­ზე სწო­რედ შა­ბათ­-კვი­რას მი­დის. აქ მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნე­ბი­დან - სომ­ხე­თი­დან და აზერ­ბა­იჯა­ნი­დან ჩა­მო­სულ ადა­მი­ა­ნებ­საც შეხ­ვდე­ბით. ავ­ტო­ბაზ­რო­ბის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ფო­ტოგა­და­ღე­ბა აკ­რძა­ლუ­ლი­ა, რად­გან თით­ქმის ყვე­ლა მან­ქა­ნა, რო­მე­ლიც ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შე­მოჰ­ყავთ, ერ­თ-ერ­თი კომ­პა­ნი­ის სა­იტ­ზე ვრცელ­დე­ბა. ფო­ტო­ე­ბის გა­და­ღე­ბა და სა­იტ­ზე გავ­რცე­ლე­ბა 15 ლა­რი ღირს. უსაფ­რთხო­ე­ბას სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რი იცავს, ბაზ­რო­ბა­ზე კი მუდ­მი­ვად პატ­რუ­ლი­რებს პო­ლი­ცი­ის რამ­დე­ნი­მე ეკი­პა­ჟი.

ვა­ხო თა­თე­ლიშ­ვი­ლი (გამ­ყიდ­ვე­ლი):

- ზამ­თარ­ში მყიდ­ვე­ლი ნაკ­ლე­ბი­ა. ხალ­ხმა უკ­ვე იმ­დე­ნი მან­ქა­ნა იყი­და, ალ­ბათ აღარ დარ­ჩა ვინ­მე, ავ­ტო­მან­ქა­ნა რომ არ ჰყავ­დეს. ძი­რი­თა­დად წყალ­დი­დო­ბი­სას ჩა­ძი­რუ­ლი მან­ქა­ნე­ბის შე­ძე­ნა სურთ, რად­გან გა­ცი­ლე­ბით ია­ფი­ა. ერ­თი და იმავე მო­დე­ლის წყალ­ში მო­ყო­ლი­ლი და გა­მარ­თუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლის ფას­ში 5 000 დო­ლა­რი მა­ინც არის გან­სხვა­ვე­ბა. ასე­თი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი კონ­კუ­რენ­ცი­ას უწევს კარგ მან­ქა­ნას, მი­სი შე­ძე­ნის მსურ­ვე­ლე­ბს შო­რის აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლე­ბი და სომ­ხე­ბიც არი­ან. დო­ლა­რის კურ­სმა კი მო­ი­მა­ტა, მაგ­რამ ეს მან­ქა­ნე­ბის ფას­ზე სა­ერ­თოდ არ ასა­ხუ­ლა.

- ძი­რი­თა­დად რო­მე­ლი მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლებ­ზეა მოთხ­ოვ­ნა?

- გა­აჩ­ნი­ა, ვინ არის მყიდ­ვე­ლი და რა თან­ხა აქვს. ყვე­ლა­ზე მე­ტად სე­და­ნის ტი­პის "მერ­სე­დე­სი" იყი­დე­ბა. მე­ო­რე ად­გილ­ზეა "ბე ემ ვე", მე­სა­მე­ზე - "ო­პე­ლი".

- ჯი­პებ­ზე არ არის მოთხ­ოვ­ნა?

- რო­გორ არა, ჯი­პე­ბიც უნ­დათ, მაგ­რამ ძა­ლი­ან ძვი­რი­ა. მა­გა­ლი­თად, "მერ­სე­დე­სის" ჯი­პის ფა­სი 7 000 დო­ლა­რი­დან იწყ­ე­ბა და 55 000 დო­ლა­რამ­დე ადის. თუ მან­ქა­ნა გან­ბა­ჟე­ბუ­ლი­ა, რამ­დე­ნი­მე ათა­სით ძვი­რი ღირს, მაგ­რამ უცხ­ო­ე­ლე­ბი ძი­რი­თა­დად გა­ნუ­ბა­ჟე­ბელ მან­ქა­ნებს ყი­დუ­ლო­ბენ.

- რა პრო­ცე­დუ­რე­ბის გავ­ლაა სა­ჭი­რო ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მან­ქა­ნის შე­ძე­ნი­სას?

- თუ შე­ძე­ნი­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლი ამე­რი­კუ­ლი­ა, აქ­ვე შე­გი­მოწ­მე­ბენ "კარ ფაქ­სით", რაც 20 ლა­რი ღირს. ნა­ხავ მის ის­ტო­რი­ას. ზოგს ურ­ჩევ­ნი­ა, ცენ­ტრში შე­ა­მოწ­მე­ბი­ნოს, რაც და­ახ­ლო­ე­ბით 100-150 ლა­რი ჯდე­ბა. მე­რე ხდე­ბა ავ­ტო­მო­ბი­ლის გან­ბა­ჟე­ბა, მი­სი ფა­სი ავ­ტო­მო­ბი­ლის ძრა­ვის "კუ­ბა­ტუ­რის" მი­ხედ­ვით გა­ნი­საზღ­ვრე­ბა.

- მა­ინც რა ღირს ავ­ტო­მო­ბი­ლის გან­ბა­ჟე­ბა?

- ყვე­ლა­ზე ია­ფი 2002-დან 2007 წლამ­დე გა­მოშ­ვე­ბუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლის გან­ბა­ჟე­ბა­ა, მა­გა­ლი­თად, 2:0 ძრა­ვი­ა­ნი ავ­ტო­მო­ბი­ლის გან­ბა­ჟე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 1.400 ლა­რი ჯდე­ბა. 2007 წლამ­დე გა­მოშ­ვე­ბუ­ლი მან­ქა­ნის თი­თო "კუ­ბა­ტუ­რის" გან­ბა­ჟე­ბა ღირს 50 თეთ­რი, შემ­დეგ წლებ­ში გა­მოშ­ვე­ბუ­ლე­ბის თი­თო კუ­ბა­ტუ­რა 20-20 თეთ­რით ძვირ­დე­ბა, გა­ფორ­მე­ბა კი 70 ლა­რი ჯდე­ბა.

- ად­ვი­ლად იყი­დე­ბა მან­ქა­ნე­ბი?

- ფერს და მო­დელს გა­აჩ­ნი­ა. ყვე­ლა­ზე მე­ტად ვერ­ცხლის­ფე­რი და შა­ვი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი საღ­დე­ბა. ზოგ­ჯერ ისეც ხდე­ბა, მან­ქა­ნა ყვე­ლა მოთხ­ოვ­ნას აკ­მა­ყო­ფი­ლებს, მაგ­რამ 8 თვე დგას ბაზ­რო­ბა­ზე.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია