კახელმა გლეხმა სახლზე რუსეთის დროშა აღმართა

კახელმა გლეხმა სახლზე რუსეთის დროშა აღმართა

კახეთში მოქალაქემ საკუთარ სახლზე რუსეთის დროშა აღმართა. სოფელ ვაჩნაძიანის მკვიდრის არჩილ ნაპირელის ქმედებას სოფლისა და უბნის მოსახლეობა უაყოფითად აფასებს.

"ამ ქვეყანამ ჩვენ ტერიტორიები წაგვართვა და მისი დროშა ჩვენს სოფელში ფრიალებდეს, შეურაცხმყოფელია"- აცხადებენ ვაჩნაძიანში.

"როგორც ვიცი, ნაპირელების ოჯახის უმრავლესობა რუსეთის მოქალაქეა. ისინი იქ მუშაობენ. გუშინ იქეიფეს და ოჯახის უფროსმა რუსეთის პატივისცემის ნიშნად დროშა გამოჰკიდა. შესაძლოა, თვითონ დასაქმებულები არიან და თავს კარგად გრძნობენ, მაგრამ ამით ისინი ჩვენს ქვეყანას და მოსახლეობას შეურაცხყოფენ" - განაცხადა ვაჩნაძიანის მცხოვრებმა.

თავად რუსეთის დროშის აღმართვის ინიციატორი ოჯახი კომენტარს არ აკეთებს.

იხილეთ ვრცლად

"კახეთის ხმა"