რა ძალა აქვს სარკეს?

რა ძალა აქვს სარკეს?

ზოგიერთისთვის სარკე მხოლოდ იმისთვის არსებობს, რომ სახლიდან გასვლის წინ გაიგოს, როგორ გამოიყურება, მაგრამ მეცნიერები ირწმუნებიან, რომ ეს მხოლოდ ოთახის ინტერიერის ატრიბუტი არაა და მას დიდი ძალა აქვს.

ალბათ, ხშირად გაგიგიათ, რომ გატეხილი სარკე უბედურებას მოასწავებს. თუ ოჯახში გარდაცვლილი ასვენია, ის ქსოვილით უნდა დავბუროთ და სხვა. იტალიელ ფსიქოლოგთა ჯგუფმა, მეცნიერ ჯოვანი კაპუტოს ხელმძღვანელობით, მარტივი ექსპერიმენტი ჩაატარა. კვლევა ჟურნალ Perception-ში დაიბეჭდა.

ექსპერიმენტში 50 ადამიანი მონაწილეობდა. ფსიქოლოგებმა ექსპერიმენტი ნახევრად განათებულ ოთახში მოაწყვეს, ექსპერიმენტის მონაწილეთა წინ 40 სანტიმეტრი სიმაღლის სარკე დადგეს და უკან მკრთალი ნათურა აანთეს. ყველა მონაწილე ვალდებული იყო, სარკეში ჩახედვისას გამოწვეული ემოცია ხმამაღლა აღეწერა და თუ გამოსახულება შეაშინებდათ, ნებისმიერ წუთს დაეტოვებინათ ოთახი. ყველა ვალდებული იყო, საკუთარი სახისთვის 10 წუთის განმავლობაში დაჟინებით ეყურა.

საბოლოოდ ასეთი შედეგი მიიღეს: 66%-მა საკუთარი სახე დეფორმირებულად აღიქვა, 18%-მა საკუთარი მშობლების სახე დაინახა (აღსანიშნავია, რომ 10%-ს მშობელი გარდაცვლილი ჰყავს), 16%-მა სრულიად უცნობი სახე დალანდა. ეს 16% სხვა მონაწილეებთან შედარებით ძალიან აღელვებული იყო; მათი თქმით, ისეთი შეგრძნება ჰქონდათ, რომ უცნობი ბოროტი იყო.

ჯოვანის თქმით, ეს ეფექტი შეიძლება იყოს გამრუდებული ვიზუალის კომბინაცია, როდესაც თვალი კვლავაც ერთსა და იმავე სახეს ცნობს და ის სხვადასხვა ინტერპრეტაციის მიხედვით იცვლება.

მომზადებულია Perception-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს