ძაღლი პარალიზებულ კატას პატრონობს

ძაღლი პარალიზებულ კატას პატრონობს

კატას, რომელსაც გადაადგილება არ შეუძლია, ძაღლი პატრონობს და მასთან მისვლის უფლებას არავის აძლევს.

ცხოველები სრულიად შემთხვევით ერთმა მგზავრმა აშშ-ის შტატ ფლორიდაში სახლში მიმავალ გზაზე ნახა და ფოტოები გადაუღო. მართალია კატას გადაადგილება უჭირს, მაგრამ მშვიდად არის, რადგანაც კბილებამდე შეიარაღებული ძაღლი იცავს - ძაღლი ყველას უყეფს, ვინც კატას უახლოვდება და მუდამ მის გვერდით წევს.

მოგვიანებით ცხოველები ადგილობრივ თავშესაფარში გადაიყვანეს. თანამშრომლებმა მიტოვებულ მეგობრებს სახელებიც შეურჩიეს და ძაღლი - იჯი და კატა - რუთი დღეს მზრუნველი პატრონების მეთვალყურეობის ქვეშ არიან.

"ჩვენ ხშირად გვინახავს, როგორ მეგობრობენ კატები და ძაღლები, მაგრამ ასეთი ერთგულება ადამიანსაც კი შეშურდება", - ამბობენ ცხოველთა თავშესაფრის თანამშრომლები.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს