არ მიირთვათ ეს! აკრძალული პროდუქტების სია

არ მიირთვათ ეს! აკრძალული პროდუქტების სია

ერთ-ერთმა რუსულმა პორტალმა გამოაქვეყნა იმ მავნე პროდუქტების სია, რომელთა გამოყენებაც კატეგორიულად იკრძალება და რომლებიც ძალიან საშიშია ჯანმრთელობისთვის.

ინტერნეტმომხმარებელი კი აღშფოთებული კითხულობს ამას და უჩნდება კითხვა, დარჩა რამე, რისი ჭამაც შეიძლება?

მაშ ასე, მავნებელი პროდუქტების სია ასე გამოიყურება:

არ შეიძლება იმ პროდუქტების მიღება, რომლებშიც დამატებულია E-621 (გლუტამატის ნატრიუმი). აიღეთ პროდუქტი და შეფუთვაზე წაიკითხეთ, თუ მითითებული აქვს გლუტამატის ნატრიუმი, ნუ შეიძენთ მას საერთოდ. ეს გახლავთ გემოს გამაძლიერებელი და მას ყველაზე მოულოდნელ პროდუქტებშიც ამატებენ, რათა მასზე, ასე ვთქვათ, "შესვან" მომხმარებელი. ასე რომ, ყურადღებით იყავით!

შაქრის შემცვლელები

მიუხედავად იმისა, რომ ბევრი შაქრის შემცვლელი არ შეიცავს კალორიებს და ის ძალიან ეკონომიურია (ერთი კონტეინერი 6-12 კგ შაქარს უდრის), მას ბრმად ნუ ენდობით. აღმოჩნდა, რომ ტკბილის გემოს შეგრძნებისას ჩვენი საჭმლის გადამამუშავებელი სისტემა ფიქრობს, რომ მიიღებს ნახშირწყლების ულუფასაც, თუმცა მას ვერ იღებს. ამ "ტყუილის" შედეგად ნებისმიერი ნახშირწყლები, რომლებიც ორგანიზმში ხვდება 24 საათის განმავლობაში, შიმშილის ძლიერ გრძნობას იწვევს. ამიტომაც ნუ გამოიყენებთ შაქრის შემცვლელებს.

ტრანს-ცხიმები

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება 72,5%-იანი სპრედის მიღება. ეს გახლავთ დაბალი ხარისხის ცხიმი, რომელიც გაჯერებულია წყალბადით.

ნაკლებმარილიანი ქაშაყი პლასტიკატის შეფუთვაში

ნაკლებმარილიანი ქაშაყი მხოლოდ ზეთში ინახება და არანაირად ძმარსა თუ ღვინოში. თუ ქაშაყი ზეთის გარეშეა, ესე იგი, მასში უროტროპინია დამატებული.

ნაკლებმარილიანი წითელი ხიზილალა

პრინციპი იგივეა. წითელი ხიზილალა დიდხანს არ ინახება, მხოლოდ გაყინული სახით ან ძალიან დამარილებული ძლებს ის დიდხანს. თუ ნაკლებმარილიანი ხიზილალა შეგხვდათ, იცოდეთ, რომ მასში დამატებულია ან უროტროპინი, ან ლიმონმჟავა.

გენმოდიფიცირებული პროდუქტები:

1. არაქისი. შეიცავს ძალიან საშიშ, მომწამლავ ნივთიერებას. არაქისს მწერებიც კი არ ჭამენ.

2. დაკონსერვებული მწვანე ბარდა.

3. დაკონსერვებული სიმინდი.

4. უცხოეთიდან შემოტანილი კარტოფილი.

5. კიბორჩხალის ჩხირები (მასში კიბორჩხალის ესენციაა შერეული სოიოსთან).

6. კაკაო.

სიმინდის ბურბუშელა და მიუსლები შაქრით

თუ გადაწყვიტეთ სიმინდის ბურბუშელას და მიუსლის ყიდვა, შეიძინეთ არატკბილი, რადგან შაქარი მათ წარმოებაში არ გამოიყენება. შაქარი 140 გრადუს ტემპერატურაზე იწვის. ამიტომაც მათი დამზადებისას გამოიყენება შაქრის შემცვლელები, ამ შემთხვევაში ციკლომატი.

ფაფები და ბურღული არომატიზატორებით, საღებავი და ქიმიური ნივთიერებებით, რომლებსაც სუნი და გემო ნამდვილი მსხლის, მარწყვის, ბანანისა და ა.შ. აქვს, სინამდვილეში ისინი ხელოვნურია და ნატურალურთან ახლოსაც არ არის.

შაქარყინული, კოწახურის კანფეტები

ამ კანფეტებში იმდენად ძლიერი ქიმიური ესენცია გამოიყენება, რომ თუ თქვენ ოდნავ დასველებულ კანფეტს სუფრაზე დადებთ და ცოტა ხანს ასე გააჩერებთ, ნახავთ, რომ ის გახვრეტს ქსოვილს. წარმოიდგინეთ, რა ემართება თქვენს ორგანიზმს, როცა მას ჭამთ.

მარმელადი

დღევანდელ მარმელადს არაფერი აქვს საერთო საბჭოთა კავშირის დროინდელ ტკბილეულთან. ეს ქიმიური წარმოების საოცრებაა და ძალიან საშიში იხილეთ ვრცლად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს