აშშ-ი კინომსახიობთა გილდიის ჯილდოები გასცეს

აშშ-ი კინომსახიობთა გილდიის ჯილდოები გასცეს

18 იანვარს ლოს-ანჯელესში აშშ-ის კინომსახიობთა გილდიის დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. მსახიობთა საუკეთესო შემადგენლობისთვის ჯილდო ფილმ "ამერიკულ აფერას" გადეცა.

მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის პრემია მეთიუ მაკონაჰის მიანიჭეს, რომელმაც "დალასის მყიდველთა კლუბში" ითამაშა. საუკეთესო ქალ მსახიობად კეიტ ბლანშეტი აღიარეს, რომელმაც ვუდი ალენის ფილმში "ჟასმინი" მთავარი როლი შასრულა. ჯილდო მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლისთვის ჯარედ ლეტოს გადასცეს, ფილმისთვის "დალსასის მყიდველთა კლუბი".

მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელ საუკეთესო ქალ მსახიობად ლუპიტა ნიუონგო ("12 წელი მონობაში") დასახელდა. ფილმი "გადარჩენილი" საუკეთესო კასკადიორული მუშაობისთვის დაჯილდოვდა.

კინომსახიობთა გილდიის პრემიას აშშ-ში 20 წლის განმავლობაში, "ოსკარის" გადაცემის ცერემონიამდე ცოტა ხნით ადრე გასცემენ.

მომზადებულია Associated Press-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება