"ძЬაან ტაკოი" შემფასებლები და კონსტრუქციული კრიტიკის გარეშე დარჩენილი "რამიშვილები" - მოროშკინა პროექტის შესახებ

"ძЬაან ტაკოი" შემფასებლები და კონსტრუქციული კრიტიკის გარეშე დარჩენილი "რამიშვილები" - მოროშკინა პროექტის შესახებ

სოზარ სუბარის მრჩეველი ლალი მოროშკინა "ფეისბუქის" პირად გვერდზე "სუხიშვილების" სკანდალურ პროექტს "რამიშვილებს" აფასებს.

"რა არის "სუხიშვილების" "რამიშვილები"?

რატომ არ გვესმის კონსტრუქციული კრიტიკა ან რეცენზია?

რატომ გაიყო აზრი მხოლოდ ორ ნაწილად?

"ძალიან მაგარიად" ან "დიდი არაფერიად"?

იქნებ იმიტომ, რომ ნამდვილი შემფასებლები უბრალოდ ვერ მოხვდნენ ამ სანახაობაზე, ხოლო ვინც მოხვდა ან "ძЬაან ტაკოია" და აზრი არ მოეკითხება, ან უნდა რომ "ძЬაან ტაკოიად" ჩანდეს და აზრი "ტემბოლეე" არ მოეკითხება.

მე გუშინ ვიყავი....

ფილარმონიების და თეატრების გამყოფი რიგი ყოველთვის მაღალ ეშელონებზე ნაწილდება, რადგან ეს ყველაზე კომფორტული ადგილია. ამჯერადაც ასე მოხდა და დაპატიჟებულ პოლიტიკოსთა შორის მხოლოდ მაია ფანჯიკიძე და ირაკლი ალასანია დავინახე და ჩემთვის ავღნიშნე, რომ ეს მათი მხრიდან ძალიან კარგი ჟესტი იყო, რადგან დააფასეს დასი და ზოგადად ხელოვნება.

თქვენ მკითხავთ რა ქნეს სხვა დაპატიჟებულმა მინისტრებმა? გიპასუხებთ - მდივნები გამოუშვეს, ისიც იმიტომ, რომ საყოველთაო ანშლაგში ცარიელი ადგილები მინიმუმ დისონანსურად გამოჩნდებოდა.

ახლა მთავარი!

რაც შეეხება "რამიშვილებს"...

ნუ ჩამომართმევთ მიკერძოებაში, რადგან ოჯახური სიახლოვე მაკავშირებს "სუხიშვილებთან", მაგრამ ეს მართლა ფეერია იყო!

ილუშკამ სცენაზე სიურეალიზმი შექმნა, ეს იყო გაცოცხლებული დალი მონეს ფერებში, ეს იყო ვან-გოგი და დეგა... და სადღაც კიდევ კანდინსკი...

სიურეალიზმი, იმპრესიონიზმი, აბსტრაქცია დინამიკაში...

ეს იყო ჩემი ქვეცნობიერი

ეს იყო ანთებული ტვინი

ეს იყო სიზმარი

ეს იყო სისხლი

ეს იყო ის რაც მხოლოდ შენშია, რასაც ხელით ვერ შეეხები, რაც მხოლოდ სხეულის, კანის სენსორებით უნდა აღიქვა...

ეს იყო ჰანგის, პლასტიკის, გენის, წარსულის და მომავლის ერთობლიობა და სიყვარულის მოლოდინი....

ბრავო მაესტრო!", - წერს მოროშკინა.

15 და 16 იანვარს რუსთაველის თეატრში მაყურებელს "რამიშვილების" ნახვა განმეორებით შეეძლო.

იხილეთ ასევე: "ეს კლიპი, თუ რაღაც შეუმდგარი ადამიანის გაკეთებულია" - მანანა მანჯგალაძე "რამიშვილების" სკანდალზე

თავდასხმა სუხიშვილებზე - ნინო სუხიშვილის პირველი კომენტარი (ექსკლუზივი)

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს